საზოგადოება

საქართველო ევროპის იმუნიზაციის კვირეულს შეუერთდა

25.04.16 20:00


თბილისში ევროპის იმუნიზაციის კვირეულის (EIW) ფარგლებში ღონისძიება სახელწოდებით „აცერი და დაიცავი“ გაიმართება, ნათქვამია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
იმუნიზაციის კვირეული 24-30 აპრილის პერიოდში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) ევროპის რეგიონული ბიუროს გადაწყვეტილებით გაიმართება. საქართველო იმუნიზაციის კვირეულში მონაწილეობას 2007 წლიდან იღებს.

ევროპის იმუნიზაციის კვირეულის მიზანია ცნობიერების ამაღლება იმუნიზაციის მნიშვნელობის შესახებ. ვაქცინის საშუალებით შესაძლებელია ისეთი დაავადებების წარმოშობის რისკის შემცირება, როგორიცაა დიფთერია, ყივანახველა, В ჰეპატიტი, წითელა, წითურა, პნევმონია, პოლიომიელიტი, როტავირუსული დიარეა, ტეტანუსი და საშვილოსნოს ყელის კიბო.

საქართველოში იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამა 1996 წლიდან ქვეყანაში მოქმედებს, რომლის მიზანია ბავშვთა გარკვეულ ასაკში იმუნოპროფილაქტიკის წარმოება.
2016 წლის იმუნიზაციის კვირეული წითელასა და წითურას ელიმინაციის პროცესში მიღწეულ პროგრესს ეძღვნება.

წითელა ჯერ კიდევ რჩება ადრეული ასაკის ბავშვთა სიკვდილიანობის ძირითად მიზეზად, მიუხედავად იმისა, რომ არსებობს უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინა.

2014 წელს მსოფლიოში წითელათი გარდაცვალების 114 900 შემთხვევა დაფიქსირდა.
საქართველოში 2013-2014 წლებში წითელას ეპიდაფეთქების დროს დაავადების 11 ათასი შემთხვევა და 3 გარდაცვალება დაფიქსირდა. 2015 წელს ქვეყანაში წითელას 431 შემთხვევა დაფიქსირდა. %-ით. ლეტალური გამოსავალით დაავადების მხოლოდ ერთი შემთხვევა დასრულდა.

წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 28


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები