საზოგადოება
06.12.18 15:30
Georgian Airways-ის (ყოფილი “აირზენა”) მფლობელი და პრეზიდენტი თამაზ გაიაშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოს ლიბერალური ავიაპოლიტიკა, რომელიც ევროკავშირთან 2010 წელს გაფორმდა, აზიანებს ქართულ ავიაკომპანიებს და უნდა გადაიხედოს. ამის შესახებ გაიაშვილმა რუსულ ავიაგამოცემა ATO.ru-ს განუცხადა.
2010 წლის დეკემბერში საქართველომ ევროკავშირთან ხელი მოაწერა შეთანხმებას “საქართველოსა და ევროკავშირს და მის წევრ სახელმწიფოებს შორის ერთიანი საჰაერო სივრცის შესახებ”. მსგავსი ხელშეკრულებები დაიდო თურქეთთან, ყატართან, არაბეთის გაერთიანებულ საამიროებთან და კიდევ არაერთ ქვეყანასთან. აღნიშნულმა შეთანხმებებმა ხელი შეუწყო ქვეყანაში უცხოური ავიაკომპანიების შემოსვლასა და მსოფლიოს ათეულობით ქალაქის მიმართულებით პირდაპირი ავიარეისების დანიშვნას.
“ვფიქრობ, ადგილობრივ ავიაკომპანიებზე გავლენა მოახდინა ლიბერალურმა მიდგომამ, მაგრამ არა პოზიტიური. ეს მოხდა იმის გამო, რომ ხელისუფლება, როგორც წესი, არ არის ფოკუსირებული ავიაციის საკითხებზე და ამასთანავე, შეიძლება არასწორადაც იქცევა. მაგრამ არ არის აუცილებელი, ასეთი შეთანხმებები საბოლოო იყოს – ყოველთვის შეიძლება მისი გადახედვა და დახვეწა, რათა მეტი სარგებელი მოუტანოს ქვეყანას.
ვფიქრობ, საქართველომ მიაღწია იმ ეტაპს (როცა მზად არის), გადახედოს შეთანხმებას, რომელსაც ხელი მოეწერა სააკაშვილის მმართველობისას.
დღეისათვის სახელმწიფოები ინდივიდუალურად იწყებენ თავიანთი ინდუსტრიების რეგულირებას და ეს არის სწორი გზა. ბაზრისა და მისი მოთამაშეების თვითრეგულირება 21-ე საუკუნეში არის შეუძლებელი. ეს არის წარსულის გზა”, – უთხრა თამაზ გაიაშვილმა რუსულ გამოცემას.
გაიაშვილი ასევე ამბობს, რომ “საქართველოს ავიახაზები” 2024 წლისთვის ავიაპარკის მნიშვნელოვნად განახლებას გეგმავს. კომპანია აპირებს შეიძინოს ხუთი Embraer E195-E2s და ხუთი Boeing 737MAX. ამჟამად “საქართველოს ავიახაზები” 7 სამგზავრო თვითმფრინავით ასრულებს რეისებს.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ დღეს, 6 დეკემბერს, გაავრცელა საქართველოს აეროპორტებში ბოლო 11 თვის განმავლობაში გადაადგილებულ მგზავრთა სტატისტიკა. ამ მონაცემების მიხედვით, საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტში (თბილისის, ქუთაისის, ბათუმის) მგზავრების ნაკადი გაიზარდა 23%-ით. ეს აეროპორტები, ჯამში, 4 688 177 მგზავრს მოემსახურნენ.
სტატისტიკა აჩვენებს, რომ მგზავრების ნაკადი სტაბილურად იზრდება საერთაშორისო აეროპორტებში. მაგალითად, ქუთაისის აეროპორტი მხოლოდ 2018 წლის ნოემბერში 47 868 მგზავრს მოემსახურა, რაც 132%-ით მეტია გასული წლის იმავე თვის მონაცემზე (20 591).
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით, რომელიც 2018 წლის 9 თვეს ასახავს, “საქართველოს ავიახაზებს” (“აირზენა”) საქართველოს ბაზრის 11% უკავია 433 805 მგზავრით. მას მცირედით უსწრებს და პირველ ადგილს იკავებს “თურქეთის ავიახაზები”440 060 მგზავრით. მესამე ადგილს კი იკავებს “ვიზ ეარი”, რომელმაც 425 991 მგზავრი გადაიყვანა.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსვე ცნობით, ამ დროისათვის საქართველოში საერთაშორისო ავიარეისებს სულ 37 ავიაკომპანია ასრულებს. ზაფხულის სეზონზე მათი რაოდენობა 47 იყო. საქართველოში საერთაშორისო ავიარეისებს ასრულებს ორი ქართული ავიაკომპანია – “საქართველოს ავიახაზები” და “Myway Airlines”. “Myway Airlines-მა” ოპერირება 2018 წელს დაიწყო და რამდენიმე თვეში რეისების უმრავლესობა შეაჩერა.
აღნიშნული ავიაკომპანია ამჟამად მხოლოდ ისრაელის მიმართულებით დაფრინავს.
წყარო : /www. netgazeti.ge/
წაკითხულია : 118
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
18:0026.04.24
-
მაკა ბოჭორიშვილი - წარმოუდგენელია წევრი ქვეყნების თანხმობის გარეშე უვიზო რეჟიმის გაუქმება
17:4026.04.24
-
ირაკლი კობახიძე - გაუმჭვირვალე NGO-ებმა ქვეყანაში რევოლუციის მოწყობა ორჯერ სცადეს
17:1526.04.24
-
ირაკლი ქარსელაძე - თბილისიდან ბათუმში ჩასვლა უკვე სამ საათნახევარში იქნება შესაძლებელი
16:5026.04.24
-
ირაკლი კობახიძე - მოვახერხებთ ტრადიციებითა და ტრადიციული ღირებულებებით ევროკავშირის წევრობას
16:2926.04.24
-
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ნორვეგიელ კოლეგას, ესპენ ბარტ ეიდეს შეხვდა
16:0026.04.24
-
15:3926.04.24
-
ქართული მართვის მოწმობით ესპანეთში გადაადგილება უკვე შესაძლებელია
15:2326.04.24
-
15:0026.04.24
-
ლევან დავითაშვილი - მნიშვნელოვანია დეველოპერული და სამშენებლო სექტორის განვითარება
14:4026.04.24
-
14:2026.04.24
-
პოლიციამ გურიაში მომხდარი ქურდობის ფაქტები გახსნა - დაკავებულია ორი პირი
14:0026.04.24
-
13:3626.04.24
-
13:0026.04.24
-
თურქეთი სომხეთს შერიგებას სთავაზობს. ერევანმა უნდა გამოიყენოს ეს შესაძლებლობა
12:3626.04.24
-
შალვა პაპუაშვილი - ვიზალიბერალიზაცია არ გაუქმდება
12:1726.04.24
-
„საქსტატი“ - 2023 წელს, ემიგრანტების რაოდენობა 95.6%-ით გაიზარდა
11:4626.04.24
-
11:2026.04.24
-
10:4526.04.24
-
საგამოძიებო სამსახურმა ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავა
10:0726.04.24
-
სომხეთი და რუსეთი - ‘ალიანსიდან’ ღია მტრობამდე...
18:2425.04.24
-
18:0025.04.24
-
17:2725.04.24
-
ირაკლი კობახიძე უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს შეხვდა
16:5025.04.24
-
16:2225.04.24
-
16:0025.04.24
-
15:3825.04.24
-
თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე პროკურატურამ ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
15:0025.04.24
-
14:3525.04.24
-
14:1525.04.24
-
შალვა პაპუაშვილი - ევროპის სახელით მსჯელობას კრძალავენ
13:4925.04.24
-
13:2625.04.24
-
ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი ამხილეს
12:5125.04.24
-
12:3025.04.24
-
12:1025.04.24
-
Le Figaro - საქართველოში სრიალი ეგზოტიკური, ხელმისაწვდომი და თავგადასავლებით სავსეა
11:4525.04.24