პოლიტიკა

ივლისში მთის კვირეული აღინიშნება

11.12.18 18:00


საქართველოში მთავრობის გადაწყვეტილებით, ივლისში მთის კვირეული აღინიშნება. როგორც პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ „ექსპო ჯორჯიაში“ მაღალმთიანი რეგიონების განვითარების სტრატეგიაზე საუბრისას განაცხადა, კვირეული სიმბოლურად, მთის კანონის მიღების დღის, 16 ივლისის კვირეულში გაიმართება.

„მახსოვს როდესაც მთის კანონს ვიღებდით, ისეთი გამონათქვამები ისმოდა, რომელიც ყველას დაგვამახსოვრდა: ეს პროექტი იქნება წყალში გადაყრილი ფული, ამით ჩვენ ვერ მოვუტანთ შედეგს მთის მოსახლეობას და ა.შ. ჩვენ ამ სტრატეგიის შემუშავებაში დაგვეხმარა საერთაშორისო დონის ექსპერტები და ორი სახელმწიფო - შვეიცარია და ავსტრია, რომლებიც საუკეთესო მაგალითები არიან თუ როგორ უნდა გამოიყენოს ქვეყანამ მთა ეკონომიკის ასაყვავებლად. ეს სტრატეგია მოგვცემს საშუალებას რეალიზება გავუკეთოთ ჩვენს ყველაზე დიდ სიმდიდრეს - ქართულ მთას.

ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება მთის კვირეული დავაწესოთ, რომელიც სიმბოლურად მთის კანონის მიღების დღეს - 16 ივლისის კვირეულში გაიმართება. ეს საშუალებას მოგვცემს თქვენთან ერთად მთაში აღვნიშნოთ ეს საზეიმო დღეები და ვაქციოთ ნამდვილ სახალხო დღესასწაულად“, - განაცხადა ბახტაძემ.




წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 136


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები