ეკონომიკა

საქართველოს მთავრობა სკოლების რემონტსა და მშენებლობაზე მილიონებს დახარჯავს

13.12.18 10:30


საქართველოს მთავრობა 2019 წელს ქვეყნის სკოლების რემონტისა და მშენებლობის დაფინანსებაზე 150 მილიონ ლარზე მეტს დახარჯავს, განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვერსიის წარდგენისას.

სკოლების რემონტსა და მშენებლობას ნაწილობრივ განათლების სამინისტრო დააფინანსებს, ნაწილობრივ კი - რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, აღნიშნა მან.

ფინანსთა მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ მზადდება განათლების რეფორმა, რომელიც გათვლილია იმაზე, რომ არსებულ გამოწვევებს უპასუხოს.

ზოგადი განათლების დაფინანსება იზრდება 750,5 მილიონ ლარამდე, რაც გასულ წელთან შედარებით 48 მილიონი ლარით მეტია.

„წინა წარდგენასთან შედარებით, ზრდა შეადგენს 11 მლნ ლარს, მათ შორის, დამატებითი რესურსი მოხმარდება მანდატურთა ხელფასების ზრდას, განათლების რეფორმის ფარგლებში ელექტრონული რესურსების შექმნას", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

მაჭავარიანის თქმით, უშუალოდ განათლების სისტემის ინფრასტრუქტურის განვითარებაზე გათვალისწინებულია 135,5 მლნ ლარი.

მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ პროფესიულ განვითარებაზე გამოიყოფა დაახლოებით 49 მლნ ლარი, რაც პედაგოგების ხელფასების 30%-იან ზრდას ითვალისწინებს.

დიდ ჯიხაიშში ინოვაციური კოლეჯი გაიხსნება.

ინფრასტრუქტურულ პროექტებზე 2019 წელს მთლიანობაში 3,7 მლნ ლარი დაიხარჯება.




წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 127


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები