პოლიტიკა

„კომკავშირული გადმონაშთია“ - დავით ჭიჭნაძე ვოლსკიზე

11.01.19 15:40


ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებას, რომ ეკა ბესელიასთან ერთდ გუნდში ვერ დარჩება, ისნის მაჟორიტარი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე „კომკავშირულ გადმონაშთს“ უწოდებს.

„მათი პრობლემაა რამდენად მისაღები იქნება "ქართული ოცნებისთვის" დეპუტატებთან განშორება. ეს საკითხი არ ეხება მარტო ეკა ბესელიას, ბევრი დეპუტატი დგას ამ აზრზე მოსამართლეობის კანდიდატების სიასთან დაკავშირებით. ასეთი საუბარი, როგორიც ვოლსკის სჩვევია კოლეგებზე, კომკავშირული გადმონაშთია. პარტია, რომ გაკიცხავდა ვინმეს, შემდეგ ერთიანად კიცხავდნენ ყველა ქვემდებარე რგოლები. ვოლსკისგან ასეთი განცხადებები გასაკვირი არ არის", - ამბობს დავით ჭიჭინაძე.





წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 190


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები