პოლიტიკა

"არ არსებობს არანაირი მმართველი გუნდი, არსებობს მხოლოდ ივანიშვილი"- სერგო რატიანი

11.01.19 16:40


„ევროპული საქართველოს" წევრის, სერგო რატიანის თქმით, „ქართულ ოცნებაში" მიმდინარე დაპირისპირების სათავე ბიძინა ივანიშვილია.

დეპუტატის თქმით, ივანიშვილს სურს ერთპიროვნულად მართოს როგორც სასამართლო, ისე საპარლამენტო უმრავლესობა.

„ამ ისტორიის სათავე არის ბიძინა ივანიშვილი, რომელსაც სურს სასამართლო ერთპიროვნულად მართოს, ისევე როგორც უნდა მართოს სხვა ინსტიტუციები, მათ შორის საპარლამენტო უმრავლესობა. არ არსებობს საქართველოში არანაირი საპარლამენტო უმრავლესობა ან მმართველი გუნდი. არსებობს მხოლოდ ბიძინა ივანიშვილი და მისი მომსახურე პერსონალი. ამ კონფლიქტის სათავე არის სწორედ ეს",- განაცხადა რატიანმა.




წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 217


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები