პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს ერიკ ჰოეგს შეხვდა

16.01.19 14:45


საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს ერიკ ჰოეგს შეხვდა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრისას საუბარი შეეხო სადამკვირვებლო მისიის საქმიანობას და სამომავლო გეგმებს.

პრეზიდენტის თქმით, მნიშვნელოვანია ბრიუსელში დადგემილ ვიზიტამდე ინფორმაციის მიღება ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მხრიდან.

საუბრისას ასევე აღინიშნა, რომ მსგავსი ტიპის შეხვედრებს რეგულარული სახე მიეცემა.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, ლაშა ჟვანია, ადმინსტრაციის უფროსის მოადგილე, ქეთევან მახარაშვილი, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საინფრორმაციო ანალიტიკური ანგარიშების განყოფილების უფროსი ანდრეა ხმიელინსკი და ოპერაციათა განყოფილების უფროსის მოადგილე, მაურა ო’სალივანი.




წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 190


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები