მსოფლიო

აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ყარაბაღის საკითხზე შეხვდნენ

17.01.19 16:40


ეუთოს [OSCE] მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებმა აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრების პარიზში შეხვედრის შედეგების შესახებ განცხადება გაავრცელეს.

როგორც განცხადებაში წერია, თანათავმჯდომარეებმა ცალკეული შეხვედრები გამართეს ორი ქვეყნის მინისტრთან, შემდეგ კი უკვე ერთობლივი შეხვედრა გაიმართა.

მსგავს ფორმატში სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო უწყებების ხელმძღვანელები ერთმანეთს მეოთხეჯერ შეხვდნენ.

“მინისტრებმა ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირებასთან დაკავშირებული საკითხების ფართო სპექტრი განიხილეს და კონკრეტული სამშვიდობო ღონისძიებების რეალიზაციის საჭიროებაზე შეთანხმდნენ”.

თანათავმჯდომარეებმა, როგორც განცხადებაში წერია, ასევე ხაზი გაუსვეს შესაძლო ურთიერთსასარგებლო ინიციატივების მნიშვნელობას, რომელიც მიმართულია რეგიონის ეკონომიკური პოტენციალის ასათვისებლად.

აზერბაიჯანსა და სომხეთის შორის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი 1988 წელს დაიწყო. აზერბაიჯანი მიიჩნევს, რომ მთიანი ყარაბაღი და შვიდი მიმდებარე რაიონი, აზერბაიჯანის 20%, სომხეთის შეიარაღებული ძალების ოკუპაციაშია, რასაც კატეგორიულად უარყოფს სომხეთი. 1994 წელს მხარეებმა ხელი მოაწერეს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს, მაგრამ დღემდე წარუმატებელად მიიჩნევა საერთაშორისო ორგანიზაციების ეგიდით წარმოებული მოლაპარაკებები ამ ორ ქვეყანას შორის. ორივე მხარე გამუდმებით ერთმანეთს ადანაშაულებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რეჟიმის დარღვევაში.




წყარო : /www. netgazeti.ge/

წაკითხულია : 181


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები