პოლიტიკა

პრეზიდენტმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა საგარეო პოლიტიკის საკითხები განიხილეს

18.01.19 12:00


საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა პირველი სამუშაო შეხვედრა გამართეს.

საქართველოს პრეზიდენტმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა მიმოიხილეს ქვეყნის საგარეო პოლიტიკის აქტუალური საკითხები. ხაზი გაუსვეს საგარეო პოლიტიკის მიზნების განხორციელებაში პრეზიდენტის ინსტიტუტის მნიშვნელოვან როლს და გამოთქვეს ამ მიმართულებით მჭიდრო თანამშრომლობის მზაობა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს პრეზიდენტის საერთაშორისო ვიზიტებს.

ყურადღება გამახვილდა მიმდინარე წლის 21-23 იანვარს ბრიუსელში დაგეგმილ ვიზიტზე. ხაზი გაესვა მის განსაკუთრებულ მნიშვნელობას საქართველოს ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციას.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 118


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები