საზოგადოება

გარემოვაჭრეების ინფორმაციით, მცხეთის ჯვრის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიის დასატოვებლად 3-დღიანი ვადა მიეცათ

22.01.19 15:15


გარემოვაჭრეებს მცხეთის ჯვრის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიის დასატოვებლად 3-დღიანი ვადა მიეცათ. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ერთ-ერთმა გარემოვაჭრემ მევლუდ ღარიბაშვილმა განუცხადა, დღეს მოხდა ქალაქის ადმინისტრაციასა და სასულიერო პირებს შორის შეხვედრა, თუმცა შეთანხმება ვერ შედგა, რის შემდეგაც ზედამხედველობის სამსახურმა მათ მისცა გაფრთხილება, რათა ტერიტორია დაეტოვებინათ და საკუთარი დახლები გაეტანათ. გარემოვაჭრეები აცხადებენ, რომ ისინი ტერიტორიის დატოვებას არ აპირებენ და საპროტესტო აქციებს აანონსებენ.

„ჩვენ სამი დღე მოგვცეს ვადა, რის შემდეგაც უნდა დავტოვოთ ტერიტორია.

მსგავსი პირობა ჩვენთვის მიუღებელია და აუცილებლად მივიღებთ შესაბამის ზომებს. ჩვენ ვაპირებთ, რომ მიმდინარე კვირაში საპროტესტო აქცია გავმართოთ“, - განაცხადა მევლუდ ღარიბაშვილმა.

შეგახსენებთ, ჯვრის მონასტერი 14 იანვარს ეკლესიის წინამძღვარის კონსტანტინე ჯინჭარაულის გადაწყვეტილებით დაიკეტა. საქართველოს საპატრიარქოს ოფიციალური ინფორმაციით, ეკლესიის წინამძღვარის ქმედება გარემოვაჭრეების საქმიანობის მოწესრიგებისათვის გადადგმული ნაბიჯი იყო. ეკლესიის ჭიშკარი 16 იანვარს გაიხსნა.




წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 190


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები