საზოგადოება

მიხეილ ბატიაშვილი: სასკოლო ტრანსპორტთან დაკავშირებული პრობლემა უმოკლეს დროში უნდა გადაიჭრას

23.01.19 13:15


საქართველოს განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი, სასკოლო ტრასპორტთან წარმოქმნილ საკითხან დაკავშირებით აცხადებს, რომ მოსწავლეთა ზოგადსანმანათლებლო დაწესებულებების ხელმისაწვდომოის გაზრდა და მათი უსაფრთხო გადაადგილება უმნიშვნელოვანესი საკითხია.

შესაბამისად, მისი თქმით, სამინისტრო შესაბამის უწყებებთან ერთად, კოორდინირებულად მუშაობს, რათა აღნიშნული პრობლემა უმოკლეს დროში მოგვარდეს.

შეგახსენებთ, რომ ევროპული საქართველოს წევრის, გიგი უგულავას თქმით, პრემიერის დადგენილების თანახმად, რაიონებს სატრანსპორტო შესყიდვების ჩატარების შესაძლებლობა ჩამოერთვათ. როგორც მან განაცხადა, ამის გამო, ასზე მეტი სკოლა და ათასობით მოსწავლე სატრანსპორტო მომსახურების გარეშეა დარჩენილი. მისივე შეფასებით, აღნიშნულ ფაქტზე სახელმწიფო უწყებების მხრიდან გულგრილ და უპასუხისმგებლო დამოკიდებულებას აქვს ადგილი.




წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 64


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები