საზოგადოება

სუს-ის უფროსი სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის დირექტორს შეხვდა

24.01.19 11:30


სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის დირექტორს არტურ ვანეციანს შეხვდა.

მხარეებმა რეგიონში არსებული ვითარება განიხილეს. ვახტანგ გომელაურმა და არტურ ვანეციანმა ორი ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურებს შორის ურთიერთთანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს და სამომავლო
პერსპექტივები დასახეს. საუბარი შეეხო უწყებებს შორის ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარების საკითხებს.

შეხვედრას ესწრებოდნენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე ალექსანდრე ტაბატაძე, ადმინისტრაციის უფროსი ნინო გიორგობიანი და საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის ელჩი რუბენ სადოიანი.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები