საზოგადოება

დაავადებათა კონტროლის ცენტრი – H1N1-ის ვირუსის გავრცელების მასშტაბები მცირდება

28.01.19 13:15


დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გრიპის გავრცელების მასშტაბები მცირდება.

მათივე ინფორმაციით, ბოლო მონაცემებით, ასი ათას მოსახლეზე ვირუსი 249 შემთხვევა ფიქსირდება.

„წინა კვირაში ეს მაჩვენებელი 251-ს შეადგენდა. ამ სეზონზე, ქვეყანაში გრიპის გავრცელების პიკი გასული წლის ბოლო კვირაში დაფიქსირდა – 100 ათას მოსახლეზე 276 შემთხვევა. მიმდინარე წლის იანვრის პირველი ოთხი კვირის განმავლობაში კი ეს მაჩვენებელი იკლებს“,- აღნიშნულია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მიმდინარე სეზონზე H1N1-ის ვირუსით ქვეყანაში 19 ადამიანი გარდაიცვალა.




წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 100


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები