საზოგადოება

დავით დონდუამ საერთაშორისო ანტიკორუფციული აკადემიის აღმასრულებელ მდივანს რწმუნებათა სიგელები გადასცა

28.01.19 15:15


დავით დონდუამ საერთაშორისო ანტიკორუფციული აკადემიის აღმასრულებელ მდივანს, მარტინ კროიტნერს რწმუნებათა სიგელები გადასცა.

ოფიციალური ცერემონიალის შემდეგ გამართულ შეხვედრაზე ევროპაში უსაფრთხოების და თანამშრომლობის ორგანიზაციასა (ეუთო) და ვენაში განლაგებულ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა დავით დონდუამ და საერთაშორისო ანტიკორუფციული აკადემიის აღმასრულებელმა მდივანმა ისაუბრეს საქართველოსა და ანტიკორუფციულაკადემიას შორის თანამშრომლობის აქტუალურ საკითხებზე. შეხვედრაზე განხილული იქნა „საერთაშორისო ანტიკორუფციულიაკადემიის“ საქმიანობის მიმართულებები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები.

ხაზი გაესვა საქართველოში განხორციელებული და მიმდინარე ანტიკორუფციული რეფორმების მნიშვნელობას. აღსანიშნავია,რომ აკადემიის სასწავლო პროგრამებში საქართველო შეტანილია, როგორც კორუფციასთან წარმატებით მებრძოლი ქვეყნისმოდელი.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ აკადემია მზადაა განაგრძოს ქართველი საპეციალისტების გადამზადება და საერთაშორისო დარეგიონული სწავლებების ჩატარება საქართველოში.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 100


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები