ეკონომიკა

საქართველოს ხელისუფლება ქუთაისის აეროპორტში მგზავრთნაკადის გაზრდას გეგმავს

29.01.19 17:00


საქართველოს ხელისუფლება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოებასა და გამტარუნარიანობის ოთხჯერ გაზრდას გეგმავს, განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ კონფერენციაზე „საქართველო და მსოფლიო 2019".

რომელი ავიაკომპანია ლიდერობდა საქართველოს ავიაბაზარზე 2018 წელს.

მისი სიტყვებით, აეროპორტის გაფართოება სამთავრობო პროგრამის ნაწილია, რომელიც საქართველოს სატრანზიტო პოტენციალის გაზრდას ისახავს მიზნად.

ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი საქართველოში პოპულარობით მეორე აეროპორტია, საიდანაც მსოფლიოს სხვადასხვა მიმართულებით რეისებს დაბალბიუჯეტიანი კომპანიები ახორციელებენ. დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ქალაქიდან დასავლეთით, 14 კმ-ში მდებარეობს. აეროპორტის ოფიციალური გახსნა 2012 წლის სექტემბერში გაიმართა.

2017 წლის აგვისტოში ქუთაისის აეროპორტის ახალი ტერმინალის მშენებლობა დაიწყო.

2018 წელს ქუთაისის აეროპორტი 617 ათასზე მეტი მგზავრს მოემსახურა.

დღეისთვის ყველაზე მეტი გამტარუნარიანობა თბილისის საერთაშორისო აეროპორტს აქვს - 2018 წელს აღნიშნული აეროპორტით 3,8 მილიონზე მეტმა (+20,4%) მგზავრმა ისარგებლა.

საქართველოს ხელისუფლება ასევე გეგმავს თბილისისა და ბათუმის აეროპორტების გაფართოებას.

„ახლა ძალზე დეტალური განხილვა მიმდინარეობს, თუ როგორ და რა გზით მოხდეს აჭარისა და თბილისის აეროპორტების გაფართოება", - განაცხადა ქობულიამ.

ორდღიანი კონფერენცია "საქართველო და მსოფლიო 2019" თბილისში სამშაბათს გაიხსნა. ღონისძიებაში მონაწილეობს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ათასზე მეტი დელეგატი, მათ შორის, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.




წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 172


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები