საზოგადოება

სვანეთში მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდება

04.02.19 12:00


სვანეთში 2019-2020 წლებში მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდება, აღნიშნულია საქართველოს მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ თეთნულდისა და ჰაწვალის სამთო-სათხილამურო კურორტების დათვალიერების შემდეგ განაცხადა, გზების მშენებლობაზე 100 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება.

ასევე, რეგიონში აშენდება რამდენიმე საბავშვო ბაღი, იწყება ახალი საბაგირო გზების მშენებლობა, რაც ადგილობრივ მოსახლეობას საოჯახო ბიზნესის უფრო სწრაფად განვითარების საშუალებას მისცემს.

„ძალიან მიხარია, რომ ამ ულამაზეს კუთხეში, სვანეთში ტურისტების რაოდენობა ბოლო წლების განმავლობაში ასე გაიზარდა. ის პროექტები, რომელიც ჩვენ განვახორციელეთ, ნამდვილად დადებითად აისახა სვანეთის ტურისტულ პოტენციალზე... განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ მესტია უკვე ოთხსეზონიან კურორტად გადაიქცა“, - აღნიშნა პრემიერმა.

როგორც მამუკა ბახტაძემ განაცხადა, ამ ეტაპისთვის მესტიაში თითქმის 200 საოჯახო სასტუმროა გახსნილი, ასევე, დასრულებულია მუშაობა სივრცითი მოწყობის გეგმაზე, რაც კურორტის გეგმაზომიერ განვითარებას უზრუნველყოფს.




წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები