საზოგადოება
04.02.19 12:15
მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილი საზოგადოებას ღია წერილით მიმართავს და რჩევას ეკითხება: თუ ფედერაციის პრეზიდენტის თანამდებობაზე გეგა გეგეშიძე დარჩება, როგორ მოიქცეს: კარიერა დაასრულოს თუ სხვა ქვეყნის სახელით იასპარეზოს.
მოჭიდავე ადამიანებს, ვინც მის მიმართ სოლიდარობა გამოხატა, მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის და შეკითხვით მიმართავს:
“მე რამდენიმე დღეა განვაახლე ინდივიდუალური ვარჯიში, თუმცა ჯერჯერობით არ ვიცი კონკრეტულად რისთვის ვემზადები, რადგან მოგეხსენებათ, საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი აღკვეთი ღონისძიების მიხედვით ფედერაციის პრეზიდენტი დარჩა თანამდებობაზე, მე კი აქამდეც არაერთხელ აღვნიშნე, რომ ჩემი ამ ხელმძღვანელობასთან მუშაობის გაგრძელება არის შეუძლებელი.
ამ მოცემულობიდან გამომდინარე ვდგები ჩემთვის უმძიმესი ორი არჩევანის წინაშე – ან დავასრულო კარიერა, ან ვიფიქრო სხვა ქვეყნის სახელით ასპარეზობაზე.
ჩემთვის ჭიდაობა არის არა მხოლოდ საქმიანობა, არამედ ცხოვრების განუყოფელი ნაწილი, 21 წელზე მეტია ამ სპორტით ვარ დაკავებული და მის გარეშე არსებობა უბრალოდ არ შემიძლია. ასევე წარმოუდგენელია, ვიასპარეზო რომელიმე სხვა ქვეყნის სახელით – გულზე მქონდეს და ხელში დავიჭირო სხვა ქვეყნის დროშა, კვარცხლბეკზე დგომისას ვეღარ გავიგონო ჩემი სამშობლოს ჰიმნი და თუკი ღმერთის წყალობით მოვიპოვებ მედალს, ეკუთვნოდეს რომელიმე სხვა ერს და არა ქართველ გულშემატკივარს.
თუმცა, როგორც უკვე აღვნიშნე, სამწუხაროდ, დღესდღეობით სწორედ ამ ორი უმძიმესი არჩევანის წინაშე აღმოვჩნდი.
მინდა, ზემდგომ უწყებებს საქართველოს მთავრობას, უშუალოდ კი სპორტის სამინისტროს, ოლიმპიურ კომიტეტსა და პარლამენტის სპორტის კომიტეტს კიდევ ერთხელ ვთხოვო დაინტერესდნენ ჩემი პრობლემით და უფლებამოსილების ფარგლებში მიიღონ შესაბამისი გადაწყვეტილება.
მთელმა ქვეყანამ ნახა, რომ ფედერაციის პრეზიდენტმა საჯაროდ დაარღვია წესდება და ჩაიდინა თანამდებობისთვის შეუფერებელი საქციელი, ასევე, ბოლო პერიოდში არაერთხელ ითქვა სხვა ტიპის დარღვევებზეც, თუმცა გეგა გეგეშიძე ამ დრომდე აგრძელებს პრეზიდენტის პოსტზე მუშაობას.
მესმის, რომ ჩემი მდგომარეობა, შესაძლოა, აღიქმება ისე როგორც ერთი სპორტსმენის პრობლემა, რომელიც მარტო აღმოჩნდა ხელმძღვანელი პირების უსამართლო მმართველობისა და ღიად გამოხატული ძალადობის პირისპირ, თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ არც ისე მარტო ვარ, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანს და პრობლემები, რომლებიც მე გავაჟღერე არაერთ სპორტსმენს ეხება. ბევრი ნიჭიერი და პერსპექტიული ახალგაზრდა უკვე წავიდა ქვეყნიდან, ბევრიც იძულებული გახდა ჭიდაობისთვის თავი დაენებებინა და ეს პროცესი კიდევ უფრო გაღრმავდება, რაც მიგვიყვანს სავალალო შედეგებამდე.
როგორც იცით, ნაკრების ერთმა ნაწილმა ღიად დაუჭირა მხარი ფედერაციის პრეზიდენტს, ამიტომ ამ ეტაპზე არ მინდა იმ სპორტსმენების დასახელება, ვინც განსხვავებულად ფიქრობს, რადგან ეს შესაძლოა აღქმული იყოს, როგორც ჭიდაობის სამყაროს ორად გახლეჩვა, რაც რეალურად ასე არაა და სინამდვილეში პრობლემები, რომელზეც ვსაუბრობ საერთოა ყველასთვის და მოჭიდავეებს ერთმანეთში არანაირი დაპირისპირება არ გვაქვს.
შესაბამისად, მინდა ყველას, ვისაც ხელეწიფება ჭიდაობის ფედერაციაში არსებული მდგომარეობის მოგვარება, მიიღოს შესაბამისი ზომები და ფედერაციას ჩამოაცილოს გეგა გეგეშიძე და მისი გარემოცვა, ხოლო თუ მიიჩნევა, რომ მას აქვს უფლებამოსილება გააგრძელოს თანამდებობაზე ყოფნა, მაშინ მირჩიეთ – დავასრულო კარიერა, თუ წავიდე ქვეყნიდან? ასევე მინდა ვთხოვო საზოგადოებას მაქსიმალურად დაინტერესდნენ მიმდინარე პროცესით, რადგან ჭიდაობის ფედერაცია არის საჯარო უწყება, ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან და თითოეულ ადამიანის წინაშე არის ანგარიშვალდებული”, – ნათქვამია დათუნაშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
წყარო : /www. netgazeti.ge/
წაკითხულია : 163
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
18:0017.05.24
-
17:2517.05.24
-
17:0017.05.24
-
ესტონეთის საგარეო მინისტრი - შესაძლოა, გადავხედოთ გადაწყვეტილებას ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით
16:4117.05.24
-
კახა კალაძე - სალომე ზურაბიშვილი არის კონსტიტუციის პირველი დამრღვევი
16:2017.05.24
-
15:5317.05.24
-
პრემიერი - არიან ძალები, რომლებიც ცდილობენ საზოგადოების ხელოვნურად გახლეჩას
15:3017.05.24
-
15:1117.05.24
-
გიორგი კახიანი - პრეზიდენტის მიზანი არის მდგომარეობის რადიკალიზაცია
14:4217.05.24
-
მეუფე შიო - „გამჭვირვალობის კანონის“ მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები
14:0017.05.24
-
ბათუმში ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშნავენ
13:2217.05.24
-
12:5517.05.24
-
გიორგი აბაშიშვილი - ლარის მოკლევადიანი პერიოდის რყევა გამოიწვია აჟიოტაჟმა და პანიკურმა ვითარებამ
12:3217.05.24
-
ჩინეთი საქართველოში ჩინური მანქანების ბაზრობის გახსნას გეგმავს
12:1017.05.24
-
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
11:4717.05.24
-
ქვემო ქართლის პოლიციამ ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა
11:0017.05.24
-
10:3517.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - ოჯახის სიწმინდე ჩვენი სახელმწიფოს საფუძველია
10:0017.05.24
-
ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში საფრანგეთის ელჩს შეხვდა
18:0016.05.24
-
17:2516.05.24
-
17:0016.05.24
-
სახალხო დამცველი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების მოსახლეობას შეხვდა
16:4016.05.24
-
ირაკლი კობახიძემ მუსტაფა ქემალ ათათურქის საფლავი გვირგვინით შეამკო
16:2016.05.24
-
15:4816.05.24
-
პრემიერის ოფიციალური ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში დაიწყო
15:2016.05.24
-
15:0016.05.24
-
14:3216.05.24
-
საქართველოს ეროვნული ბანკი - ეროვნულმა ბანკმა ბაზარს სტაბილიზაციის მიზნით 60 მილიონი დოლარი მიაწოდა
14:0516.05.24
-
შალვა პაპუაშვილი ლანდსბერგისის განცხადებაზე - სუვერენიტეტის ნაწილის დათმობა არ გულისხმობს ჩაბარებას
13:4116.05.24
-
გადის თუ არა საქართველო „ევრომაიდანსა“ და „მწვანე კაცუნებს“ შორის ზღვარზე?
13:2416.05.24
-
კახა კალაძე - ქვეყანაში არსებულ პოლარიზაციას უცხოელი პოლიტიკოსები ხელს უწყობენ
13:0516.05.24
-
12:4016.05.24
-
მთაწმინდაზე ხანძარი გაჩნდა, დაშავდა ერთი ადამიანი
12:2016.05.24
-
12:0016.05.24
-
მთავრობის დადგენილებით 17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა
11:3616.05.24
-
11:2016.05.24