საზოგადოება

საქართველოში აივ-ინფიცირებულთა რაოდენობა იზრდება

04.02.19 14:30


საქართველოში 2019 წლის 31 იანვრის მონაცემებით აივ-ინფიცირების 40 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გასული წლის შესაბამის პერიოდში კი 28 ახალი შემთხვევა იყო გამოვლენილი, აღნიშნულია ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ მასალებში.

საქართველოში აივ–ინფიცირებულთა რაოდენობა იზრდება.

შიდსის ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში მთლიანად 7 474 აივ–ინფიცირებულია. მათგან 5,5 ათასზე მეტი მამაკაცია, ხოლო 1,8 ათასზე მეტი ქალი. პაციენტების უმრავლესობის ასაკი 29–დან 39 წლამდეა.

პაციენტთა უმრავლესობა 29-დან 39 წლამდე ასაკისაა.

შიდსი განუვითარდა 3,9 ათასზე მეტ პაციენტს, დაიღუპა 1,5 ათას ადამიანზე მეტი. მკურნალობის კურსს გადის 4,5 ათასზე მეტი პაციენტი, მათგან 43 ბავშვი.

რაც შეეხება დაავადების გადაცემის გზებს, აივ-ინფიცირების ძირითადი მიზეზი კვლავ ნარკოტიკების ინექციის გზით მიღება (39.9%) და ჰეტეროსექსუალური კონტაქტებია (46.4 %).

აივ–ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა რეგისტრირებულია თბილისში (2,7 ათას შემთხვევაზე მეტი, მათგან 87 უცხოეთის მოქალაქეა), შემდეგ მოდის სამეგრელო (947 შემთხვევა) და იმერეთი (924 შემთხვევა).

ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის ინფორმაციით, ბოლო წლებში აღინიშნება ახალი შემთხვევების სტაბილური ზრდის ტენდენცია. საქართველოს მოქალაქეებისთვის აივ კონსულტირება-ტესტირება კონფიდენციალური და უფასოა.

აივ — ესაა ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსის აბრევიატურა. ვირუსი ანადგურებს იმუნურ სისტემას. აივ-ვირუსი ცხოვრობს და მრავლდება მხოლოდ ადამიანის ორგანიზმში. ვირუსი თანდათან ანადგურებს იმუნურ სისტემას, ამცირებს ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარს ინფექციებისადმი.

გარკვეულ მომენტში ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარი იმდენად მცირდება, რომ ადამიანი შეიძლება დაავადდეს ისეთი ინფექციური დაავადებებით, რომლებითაც ადამიანები საერთოდ არ ან ძალიან იშვიათად ავადდებიან.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 190


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები