საზოგადოება

მინისტრი: რეგიონებში უნდა გაიზარდოს ხელმისაწვდომობა, რომ ახალგაზრდები პროფესიულ განათლებას ადგილზე დაეუფლონ

04.02.19 16:00


პროფესიული განათლების მიმართულებით პრეზენტაციის წარდგენისას, განათლების მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა ერთ-ერთი მთავარი აქცენტი გააკეთა რეგიონებში პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობაზე.

მინისტრის თქმით, სამინისტროს მიზანია პროფესიული განათლება ორიენტირებული იყოს რეგიონულ საჭიროებებზე და სწრაფ დასაქმებაზე. ამ მიზნით, მუნიციპალიტეტებში უკვე არსებობს 11 ახალი ლოკაცია, რომლის განვითარება 2018 წელს დაიწყო და დღემდე უწყვეტად გრძელდება.

„რეგიონებში უნდა გაიზაროს ხელმისაწვდომობა, რომ ახალგაზრდები პროფესიულ განათლებას ადგილზე დაეუფლონ. შესაბამისად, ჩვენთვის ძალინ მნიშვნელოვანია ის ახალი სასწავლებლები, რომელიც მთელი საქართველოს მასშტაბით დაემატება. მათი ნაწილი გახსნილია, ნაწილში სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს", - განაცხადა მინისტრმა, რომლის თქმით, კვლევა აჩვენებს, რომ რეგიონებში პროფესიული განათლებისადმი ინტერესი მზარდია.

მისივე თქმით, განათლების სისტემაში პროფესიული განათლება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. შესაბამისად, სამინისტროს მიერ გაწერილია დეტალური გეგმა წლების მიხედვით, რომელიც მოიცავს თუ რა პროექტები განხორციელდება და რა სერვისებს მიიღებენ ახალგაზრდები ამ მიმართულებით.





წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 136


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები