საზოგადოება

არმაზ ახვლედიანი ხელისუფლებას მიმართავს და ბახმაროს განვითარებაში საზოგადოების აქტიურ ჩართულობას ითხოვს

04.02.19 17:20


პოლიტოლოგი არმაზ ახვლედიანი ხელისუფლებას მიმართავს და ბახმაროს განვითარებაში საზოგადოების აქტიურ ჩართულობას ითხოვს. ახვლედიანი კომპანია “ორბის” განცხადებას ეხმაურება, რომელმაც სამთო კურორტზე რამდენიმე მილიონიანი პროექტის განხორციელების სურვილი გამოთქვა.

პოლიტოლოგის თქმით, კურორტის განვითარება ქაოტურად არ უნდა მოხდეს.

„აღნიშნულმა კომპანიამ და ყველა სხვამ, ვინც მომავალში დააპირებს მშენებლობის განხორციელებას ბახმაროში განვითარებაზე ფიქრს ამ კურორტის ფარგლებში წარმოადგინოს დეტალური გეგმა რას აპირებს და რამდენად შეიძლება ეს იყოს შესაბამისობაში არსებულ საერთაშორისო სტანდარტებთან ერთი მხრივ და მეორე მხრივ, ბახმაროს, როგორც უნიკალური კურორტის და სივრცის მოთხოვნილებებთან. ბახმაროში არ მოხდება ის, რაც მოხდა გუდაურში და ბაკურიანში, ანუ ე.წ. გუდაურიზაცია და ბაკურიანიზაცია. ჩვენ სხვა ინტერესი არ გვაქვს,“- აცხადებს ახვლედიანი.

ბახმაროს რამდენიმე კვირის წინ დაბის სტატუსიც მიენიჭა. ხელისუფლება კი, კურორტის განვითარების გენერალურ გეგმასაც ამუშავებს.





წყარო : /www./news.ge/

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები