საზოგადოება

The telegraph-მა საქართველო დასვენებისთვის საუკეთესო ქვეყნების ხუთეულში შეიყვანა

05.02.19 10:45


საქართველომ მეოთხე ადგილი დაიკავა 2019 წლის ათი საუკეთესო ტურისტული მიმართულების სიაში, რომელიც ბრიტანულმა გამოცემა The telegraph-მა შეადგინა.

ტურიზმის ადმინისტრაციას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს.

სტატიაში აღნიშნულია, რომ 2018 წელს საქართველომ რეკორდული რაოდენობის უცხოელ სტუმარს უმასპინძლა - რვა მილიონზე მეტი ვიზიტორი.

გამოცემა აღნიშნავს, რომ საქართველოში ტურისტების ნაკადი დიდი ბრიტანეთიდანაც გაიზარდა. ამასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი როლი შეასრულა პირდაპირმა რეისებმა ლონდონი-ქუთაისი, რომელსაც ავიაკომპანია Wizz Air ასრულებს.

The telegraph-ის სიის პირველ სამეულში მოხვდნენ უზბეკეთი, ერიტრეა, პიტსბურგი, აშშ, საქართველო, ბულგარეთი, ფარერის კუნძულები, ლიხტენშტეინი, უკრაინა, რუმინეთი და პორტუგალია.

საქართველოში ტურიზმის სფერო დინამიურად ვითარდება. 2018 წელს ქვეყანამ 8,6 მილიონზე მეტ საერთაშორისო ვიზიტორს უმასპინძლა, რაც 2017 წელთან შედარებით თითქმის 10%-ით მეტია.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 208


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები