ეკონომიკა

ღვინის ექსპორტი საქართველოდან: ზრდის ტენდენცია შენარჩუნებულია

06.02.19 11:00


საქართველოდან ბოლო წლებში ღვინის ექსპორტის ზრდის ტენდენცია წლის დასაწყისშიც შენარჩუნებულია, განაცხადა სამშაბათს ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლამ.

საქართველომ 2019 წლის იანვარში ექსპორტზე გაიტანა 6,25 მლნ ბოთლი (0,75 ლიტრი) ღვინო და 2018 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 22%-ით გადააჭარბა, ნათქვამია ღვინის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

საქართველომ იანვარში მსოფლიოს 24 ქვეყანაში ექსპორტზე გაიტანა 15,2 მილიონი დოლარის ღირებულების ღვინო, რაც 2018 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 33%-ით მეტია.

ყველაზე მეტი ღვინო 2019 წლის იანვარში რუსეთში გავიდა. ლიდერი ქვეყნების ხუთეულში არიან ასევე უკრაინა, ჩინეთი, ყაზახეთი და პოლონეთი.

უწყების მონაცემებით, აღნიშნულ პერიოდში მსოფლიოს ცხრა ქვეყანაში ექსპორტირებული იყო 2,2 მილიონ ბოთლზე (0,5 ლიტრი) მეტი ბრენდი, რაც 2018 წლის იანვარის მონაცემებზე 109%-ით მეტია. ხუთ ქვეყანაში გაიტანეს 4,4 ათასი ბოთლი (0,5 ლიტრი) ჭაჭა, ზრდა - 2%.

სულ ღვინის, ბრენდისა და ჭაჭის ექსპორტისგან საქართველოს კომპანიებმა იანვარში 23 მლნ აშშ დოლარის შემოსავალი მიიღეს, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 23%-ით მეტია.




წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 118


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები