მსოფლიო

თურქეთმა საფრანგეთის გადაწყვეტილება სომეხთა გენოციდის დღის დაწესება დაგმო

06.02.19 18:00


თურქეთი მკაცრად გმობს საფრანგეთის მიერ სომხების გენოციდის ხსოვნის ეროვნული დღის დაწესებას.

ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტის რეჯეპ ტაიპ ერდოღანის პრეს-მდივანმა იბრაჰიმ კალინმა განაცხადა, წერს Daily Sabah.

საფრანგეთმა ოსმალეთის იმპერიიდან 1915 წელს განხორციელებული

დევნა სომხების გენოციდად 2001 წელს აღიარა. 2016 წელს ქვეყნის პარლამენტმა კანონი დაამტკიცა, რომელიც აღნიშნული სტატუსის უარყოფას კრძალავს.

5 თებერვალს საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა საფრანგეთში სომხური ორგანიზაციების საკოორდინაციო საბჭოს წევრებს შეხვდა, სადაც განაცხადა, რომ „საფრანგეთმა მსოფლიოში ერთ-ერთმა პირველმა დაგმო ოსმალეთის იმპერიიდან სომხების დევნა“.

მისი თქმით, საფრანგეთი ამიერიდან 24 აპრილს გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნის დღედ აწესებს.

„საფრანგეთი ქვეყანაა, რომელსაც შეუძლია ისტორიას თვალი გაუსწოროს.

საფრანგეთის სომეხთა ისტორია საფრანგეთის ისტორიას მიეკუთვნება.

სომხების გენოციდი - ჩვენი ხსოვნის ნაწილია და ჩვენი რესპუბლიკის მიერ უნდა აღინიშნებოდეს“,-აღნიშნა მაკრონმა.

ანკარა 1915 წლის მოვლენებს გენოციდად არ აღიარებს და აცხადებს, რომ აღმოსავლეთ ანატოლიაში სომხების დაღუპვა გამოიწვია იმან, რომ მათ რუსებს შეუერთდნენ, რომლებმაც შეჭრა განახორციელეს და ოსმალეთის ძალებს აუჯანყდნენ.

ისტორიკოსების შეფასებით თურქების მიერ 1 მლნ სომეხი იყო მოკლული, რაც XX საუკუნის პირველ გენოციდად იქნა აღიარებული.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 361


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები