საზოგადოება
08.02.19 13:30
"ჩემთვის მასწავლებელი წარმოადგენს ყველაზე ღირებულ პროფესიას ნებისმიერ საზოგადოებაში; სწორედ თქვენ განსაზღვრავთ ჩვენი მომავალი თაობებისთვის მთავარ ფასეულობებს".
ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ბრიუსელში სასწავლო ვიზიტიდან დაბრუნებულ პანკისის ხეობის საჯარო სკოლების მასწავლებლებს, რომლებსაც დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში უმასპინძლა.
მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა პედაგოგების ბრიუსელში ვიზიტის მნიშვნელოვან დატვირთვას, ვინაიდან მათ ჰქონდათ საშუალება, უშუალოდ გაცნობოდნენ ნატოსა და ევროკავშირის ინსტიტუტების სტრუქტურასა დაფუნქციონირების პრინციპებს, ასევე მიეღოთ ინფორმაცია საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკურიინტეგრაციის პროცესის შესახებ.
„ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია ჩვენი მთავარი მისწრაფებაა. ჩვენი მიზანია, დავუბრუნდეთ ჩვენს საერთო ევროპულ ოჯახს, შესაბამისად, თქვენი ვიზიტი სიმბოლურთან ერთად ძალიან შინაარსობრივია, ვინაიდან გქონდათ საშუალება, თქვენი თვალით გეხილათ ევროპელების განწყობა საქართველოს მიმართ“, - მიმართა პრემიერმა პანკისელ მასწავლებლებს.
პრემიერმა ასევე ყურადღება გაამახვილა პედაგოგების როლზე მომავალი თაობების აღზრდის საქმეში და ამ მიმართულებით გაწეული ძალისხმევისთვის მათ განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა.
პანკისელმა მასწავლებლებმა პრემიერ-მინისტრს სასწავლო ვიზიტის ფარგლებში მიღებული გამოცდილება გაუზიარეს და მადლობა გადაუხადეს იმ პროექტის განხორციელების მხარდაჭერისთვის, რომელმაც მათ ევროკავშირისა და ნატოს შესახებ პრაქტიკული ცოდნის მიღებისა და ცნობიერების ამაღლების საშუალება მისცა.
შეხვედრის შემდეგ, პროექტში - „საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ ცნობიერების ამაღლება პანკისის ხეობის მასწავლებლებისთვის“ წარმატებული მონაწილეობისთვის პედაგოგებს სერთიფიკატები გადაეცათ.
პანკისის ხეობის საჯარო სკოლების მასწავლებლებისა და დირექტორებისგან შემდგარი 20-კაციანი ჯგუფისსასწავლო ვიზიტი ბრიუსელში 3-7 თებერვალს შედგა. ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრები ევროკავშირის სტრუქტურებსა და ნატოს შტაბბინაში, ასევე - ბელგიის საგანმანათლებლო დაწესებულებებში,ადგილობრივი განათლების სისტემისა და ამ კუთხით ევროპული გამოცდილების გაზიარების მიზნით.
პროექტი განხორციელდა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფომინისტრის აპარატისა და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის მიერ, განათლების,მეცნიერების, კულტურისა და სპორტისა და საგარეო საქმეთა სამინისტროებთან თანამშრომლობით.
პროექტის მხარდამჭერია ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში.
წყარო : /www .pia.ge/
წაკითხულია : 226
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
18:0017.05.24
-
17:2517.05.24
-
17:0017.05.24
-
ესტონეთის საგარეო მინისტრი - შესაძლოა, გადავხედოთ გადაწყვეტილებას ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით
16:4117.05.24
-
კახა კალაძე - სალომე ზურაბიშვილი არის კონსტიტუციის პირველი დამრღვევი
16:2017.05.24
-
15:5317.05.24
-
პრემიერი - არიან ძალები, რომლებიც ცდილობენ საზოგადოების ხელოვნურად გახლეჩას
15:3017.05.24
-
15:1117.05.24
-
გიორგი კახიანი - პრეზიდენტის მიზანი არის მდგომარეობის რადიკალიზაცია
14:4217.05.24
-
მეუფე შიო - „გამჭვირვალობის კანონის“ მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები
14:0017.05.24
-
ბათუმში ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშნავენ
13:2217.05.24
-
12:5517.05.24
-
გიორგი აბაშიშვილი - ლარის მოკლევადიანი პერიოდის რყევა გამოიწვია აჟიოტაჟმა და პანიკურმა ვითარებამ
12:3217.05.24
-
ჩინეთი საქართველოში ჩინური მანქანების ბაზრობის გახსნას გეგმავს
12:1017.05.24
-
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
11:4717.05.24
-
ქვემო ქართლის პოლიციამ ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა
11:0017.05.24
-
10:3517.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - ოჯახის სიწმინდე ჩვენი სახელმწიფოს საფუძველია
10:0017.05.24
-
ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში საფრანგეთის ელჩს შეხვდა
18:0016.05.24
-
17:2516.05.24
-
17:0016.05.24
-
სახალხო დამცველი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების მოსახლეობას შეხვდა
16:4016.05.24
-
ირაკლი კობახიძემ მუსტაფა ქემალ ათათურქის საფლავი გვირგვინით შეამკო
16:2016.05.24
-
15:4816.05.24
-
პრემიერის ოფიციალური ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში დაიწყო
15:2016.05.24
-
15:0016.05.24
-
14:3216.05.24
-
საქართველოს ეროვნული ბანკი - ეროვნულმა ბანკმა ბაზარს სტაბილიზაციის მიზნით 60 მილიონი დოლარი მიაწოდა
14:0516.05.24
-
შალვა პაპუაშვილი ლანდსბერგისის განცხადებაზე - სუვერენიტეტის ნაწილის დათმობა არ გულისხმობს ჩაბარებას
13:4116.05.24
-
გადის თუ არა საქართველო „ევრომაიდანსა“ და „მწვანე კაცუნებს“ შორის ზღვარზე?
13:2416.05.24
-
კახა კალაძე - ქვეყანაში არსებულ პოლარიზაციას უცხოელი პოლიტიკოსები ხელს უწყობენ
13:0516.05.24
-
12:4016.05.24
-
მთაწმინდაზე ხანძარი გაჩნდა, დაშავდა ერთი ადამიანი
12:2016.05.24
-
12:0016.05.24
-
მთავრობის დადგენილებით 17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა
11:3616.05.24
-
11:2016.05.24