საზოგადოება

უკრაინასა და საქართველოს შორის ID ბარათით მიმოსვლა 1 მარტიდან იქნება შესაძლებელი

08.02.19 14:15


საქართველოსა და უკრაინას შორის მიმოსვლა სამგზავრო დოკუმენტის გარეშე, ID ბარათებით უკვე 1 მარტიდან იქნება შესაძლებელი.

ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს Facebook გვერდზეა ნათქვამი.

საქართველოს მთავრობასა და უკრაინის მინისტრთა კაბინეტს შორის გაფორმებული შეთანხმების მიხედვით, უკრაინის და საქართველოს მოქალაქეებს ქვეყნის ტერიტორიაზე ყოფნა ID ბარათის საფუძველზე 90 დღის განმავლობაში შეეძლებათ.

შესაბამის შეთანხმებას ქვეყნებმა ხელი 2018 წლის ოქტომბერში მოაწერეს.

ხელმოწერის ცერემონიის დასრულების შემდეგ მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს

ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების პოზიტიურ დინამიკაზე, ეკონომიკური კავშირების კიდევ უფრო გააქტიურების მიმართულებით არსებულ პოტენციალზე, ხაზი გაუსვეს ხალხთაშორისი ურთიერთობების მნიშვნელობას, ასევე - ორი ქვეყნის საერთო მისწრაფებებსა და გამოწვევებს.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 190


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები