მსოფლიო

გერმანიაში, მატარებელში განხორციელებულ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო

19.07.16 20:30


გერმანიაში, მატარებელში განხორციელებულ თავდასხმაზე პასიხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო. „ევრონიუსის“ ცნობით, ISIS-ის შესაბამისი განცხადება ონლაინ სივრცეში, Amaq news agency-ის მეშვეობით გავრცელდა.

17 წლის თავდამსხმელის ნივთებს შორის ნაპოვნია „ისლამური სახელმწიფოს“ ხელნაკეთი დროშა. თვითმხილველების თქმით, თავდამსხმელი Allahu Akbar-ს ყვიროდა.

ბავარიაში, ვურსბურგის ახლოს, ნაჯახით და დანით შეიარაღებული ავღანელი თინეიჯერი მატარებელის მგზავრებს თავს დაესხა. დაჭრილია 4 ადამიანი, აქედან 2-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. თავდამსხმელი პოლიციის მიერ იქნა ლიკვიდირებული.


წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 505


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები