პოლიტიკა

გიორგი ქობულია - ჩვენ გადასახადების სიმცირის მიხედვით მსოფლიოში მესამე ადგილზე ვართ

14.02.19 10:15


ჩვენ გადასახადების სიმცირის მიხედვით მსოფლიოში მესამე ადგილზე ვართ, - ასე უპასუხა ეკონომიკის მინისტრმა გიორგი ქობულიამ „ევროპული საქართველოს“ წევრის გიგა ბოკერიას შეკითხვას, საპენსიო რეფორმასთან და საგადასახადო ტვირთის ზრდასთან დაკავშირებით. მინისტრის განმარტებით, საპენსიო შენატანი არ არის გადასახადი.

„საქართველოში ისეთი დაბალია გადასახადები დღესდღეობით, რომ ასეთი გადასახადები მსოფლიოს ძალიან ცოტა ქვეყანაშია. ჩვენ გადასახადების სიმცირის მიხედვით მსოფლიოში მესამე ადგილზე ვართ. გადასახადების ტვირთი არ იზრდება. საპენსიო შენატანი ეს არ არის გადასახადი“, - განაცხადა ქობულიამ.

საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატმა გიგა ბოკერიამ მინისტრს აზრის დაფიქსირება სთხოვა კითხვაზე: ქვეყანაში სიღარიბისა და უმუშევრობის ფონზე საგადასახადო ტვირთის ზრდა პრობლემებს მოაგვარებს თუ არა.

„აი, იმ პრობლემების ფონზე, რომელიც თქვენ თვითონ დაასახელეთ - უმუშევრობა, სიღარიბე და ა.შ. - საგადასახადო ტვირთი იზრდება. თქვენი მთავრობის პერიოდში წლიდან წლამდე იზრდება ის ფული, რომელსაც თქვენ ართმევთ კერძო ბიზნესს. კერძოდ, ყოველი 1 000 ლარიდან, რასაც წელიწადის განმავლობაში გაჭირვებული ხალხი შოულობს, დღეს ამ თქვენი საპენსიო რეფორმის შემდეგ საბოლოოდ 260 ლარს ჯიბიდან უღებთ ამ ხალხს, მათი დოვლათით შექმნილიდან. ეს ხელს უწყობს თუ ხელს უშლის იმას, რომ ის პრობლემები გადავჭრათ, რაც თქვენ თვითონ დაასახელეთ - უმუშევრობა, სიღარიბე და ა.შ.?“, - ჰკითხა ბოკერიამ ეკონომიკის მინისტრს.




წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 127


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები