პოლიტიკა

„მაიკ პომპეოს განცხადება ამერიკის შეერთებული შტატების პოზიციას წარმოადგენს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია“ - გიგი წერეთელი

14.02.19 15:30


ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ საქართველოსა და უკრაინის თაობაზე განაცხადა, რომ რუსეთის შეჭრა აღნიშნული ქვეყნების ტერიტორიაზე აშშ-სა და მისი მოკავშირეების უსაფართხოებასა და ცხოვრების წესს ემუქრება.

საპარლამენტო უმცირესობის წევრისა და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის გიგი წერეთლის განცხადებით, პომპეოს განცხადება აშშ-ის პოზიციას წარმოადგენს და ეს ძალიან მნიშვნელოვანია:

„საფრთხეები სახელდება ბალტიისპირეთისა და პოლონეთის მიმართულებით. მაიკ პომპეოს განცხადება ამერიკის შეერთებული შტატების პოზიციას წარმოადგენს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. არსებობს რეალური საფრთხეები და საჭიროა გაერთიანებული მოქმედებების განხორციელება. ამერიკის მხარდაჭერა საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რასაც სწორი პოლიტიკა, კარგი გამოყენება და კარგი პარტნიორობა სჭირდება, რაც მხოლოდ უსაფრთხოებას არ ნიშნავს, დემოკრატიასა და ეკონომიკურ განვითარებას გულისხმობს. საქართველოს ვალია, რომ ეს პროცესი სწორად წარმართოს“, – განაცხადა გიგი წერეთელმა.




წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 172


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები