საზოგადოება

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე საქართველოში ყაზახეთის ელჩს შეხვდა

15.02.19 13:30


მიმდინარე წლის 14 თებერვალს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე ხვთისიაშვილი ყაზახეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ბბაურჟან მუხამეჯანოვს შეხვდა.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და ყაზახეთს შორის ორმხრივი ურთიერთობების განვითარების დადებით დინამიკას და საერთაშორისო ასპარეზზე ურთიერთმხარდაჭერის უკვე ჩამოყალიბებულ ტრადიციებს.


ამასთანავე განხილულ იქნა თანამშრომლობის განვითარების პრიორიტეტული მიმართულებები. საუბარი შეეხო მხარეების წინაშე ამ ეტაპზე მდგარ ამოცანებს, განისაზღვრა კონკრეტული ნაბიჯები მოკლე და საშუალო ვადიანი პერიოდისათვის დასახული მიზნების მისაღწევად.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ყაზახეთის რესპუბლიკაში დაგეგმილ „ასტანის ეკონომიკურ ფორუმს“ და მასში საქართველოს მაღალ დონეზე მონაწილეობასთან დაკავშირებულ საკითხებს.

შეხვედრის ბოლოს ალექსანდრე ხვთისიაშვილმა მადლობა გადაუხადა ელჩს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ყაზახეთის რესპუბლიკის ურყევი პოზიციისთვის.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 181


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები