პოლიტიკა

დავით უსუფაშვილი - 2020 წელს პროპორციული წესით არჩევნების ჩატარება, ქვეყნის სწორ გზაზე დასაყენებლად საჭიროა

15.02.19 14:45


„შენების მოძრაობა" მონაწილეობს საარჩევნო სისტემის შეცვლის მიზნით ხელმოწერების შეგროვების პროცესში.

როგორც „შენების მოძრაობის" ლიდერმა დავით უსუფაშვილმა აღნიშნა, არჩევნების პროპორციული წესით ჩატარება საჭიროა ქვეყნის სწორ გზაზე დასაყენებლად.

"საქართველოში პირველი მოწვევის პარლამენტის - დამფუძნებელი კრების არჩევნები ჩატარდა 100 წლის წინ, 1919 წლის 14-16 თებერვალს, პროპორციული სისტემით. საქართველოს ყველა მოქალაქეს ვულოცავ ამ მნიშვნელოვან იუბილეს და ვწუხვარ, რომ გვყავს ხელისუფლება, რომელიც გვეუბნება, რომ შემდეგი პროპორციული არჩევნების ჩასატარებლად მოვმწიფდებით მხოლოდ 2024-ში. ეს ასე რომ არ მოხდეს, "შენების მოძრაობა" აქტიურად მონაწილეობს იმ პროცესში, რომელიც დღეიდან დაიწყო. პარლამენტში დარეგისტრირდა ინიციატივა, მოქალაქეთა ხელმოწერების შეგროვების თაობაზე, რათა პროპორციული არჩევნები ჩატარდეს 2020-ში. ეს საჭიროა ქვეყნის სწორ გზაზე დასაყენებლად", - განაცხადა უსუფაშვილმა.




წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 199


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები