ეკონომიკა

იანვარში ევროკავშირთან ექსპორტი 7%-ით შემცირდა, დსთ-ში – 55%-ით გაიზარდა

19.02.19 13:15


2019 წლის იანვარში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ევროკავშირთან ექპორტი 7%-ით შემცირდა. შედეგად, იანვრის ექსპორტში ევროკავშირის წილი 25%-ია.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანავრში საქართველოდან ევროკავშირის ქვეყნებში თითქმის 60 მლნ აშშ დოლარის ექსპორტი განხორციელდა. ექსპორტის გარდა, 6.4%-ით შემცირებულია ევროკავშირიდან იმპორტის მაჩვენებელი და ის 139.5 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს.

ევროკავშირთან მთალიანი სავაჭრო ბრუნვა (იმპორტი-ექსპორტი) 2019 წლის იანვარში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 6.5%-ით შემცირდა და 199 მლნ დოლარი შეადგინა.

2019 წლის იანვარში, საქართველოდან დსთ-ის ქვეყნებში ექსპორტირებულია 125.4 მლნ. აშშ დოლარის საქონელი, წინა წლის იანვართან შედარებით ზრდა 55.2% შეადგინა. დსთ-ს წილი მთლიანი თვის ექსპორტში 52.5 %-ს შეადგენს. ექსპორტისგან განსხვავებით, დსთ-დან იმპორტი თითქმის 24%-ით არის შემცირებული და ის დაახლოებით 169 მლნ აშშ დოლარს შეადგენს.

რაც შეეხება მთლიან ექსპორტს, 2018 წლის იანვართან შედარებით, დაახლოებით 7%-იანი ზრდა დაფიქსირდა. მიმდინარე წლის იანვარში ექპორტის მთლიანი მოცულობა თითქმის 239 მლნ აშშ დოლარს შეადგენს.

2019 წლის იანვარში 1.1 %-ით შემცირდა იმპორტი. საქსტატის წინასწარი მონაცემებით, იმპორტის მოცულობა 588 მლნ აშშ დოლარი იყო.

ინვარში უმსხვილესი საექსპორტო სამეულია:

რუსეთი – 39.2 მლნ. აშშ დოლარი

აზერბაიჯანი – 34.5 მლნ. აშშ დოლარი

რუმინეთი – 28.1 მლნ. აშშ დოლარი

2019 წლის იანვარში, სასაქონლო ჯგუფებიდან, საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა – 42.5 მლნ. აშშ დოლარი. მეორე ადგილზეა მსუბუქი ავტომობილები – 26.2 მლნ. აშშ დოლარი; მესამე ადგილს ფეროშენადნობები იკავებს – 18.2 მლნ. აშშ დოლარი.





წყარო : /www. netgazeti.ge/

წაკითხულია : 208


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები