საზოგადოება

ლევან ვარშალომიძე სახელმწიფო აუდიტის სამსახურში დაიბარეს

20.07.16 15:55


აჭარაში “ნაციონალური მოძრაობის” სიის პირველი ნომერი, აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე ლევან ვარშალომიძე სახელმწიფო აუდიტის სამსახურში დაიბარეს.

საქმე ეხება ლევან ვარშალომიძის მიერ ორი დღის წინ დაწყებულ კამპანიას, სადაც ის მოქალაქეებთან ხელშეკრულებებს აფორმებს და გამარჯვების შემთხვევაში მათ ბინის აშენებას ჰპირდება.

როგორც სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურის უფროსი ზურაბ აზნაურაშვილი აცხადებს, დოკუმენტაციის შესწავლის შემდეგ დადგინდება, არსებობს თუ არა დარღვევა.

“დამატებითი ინფორმაციის წარმოდგენის თხოვნით, ლევან ვარშალომიძის სახელმწიფო აუდიტის სამსახურში დაბარებას ვგეგმავთ მომდევნო კვირას, ორშაბათს, რისთვისაც უკვე გაიგზავნა შესაბამისი უწყება. საკითხი საჭიროებს დამატებითი ინფორმაციის მოძიებას, დოკუმენტაციის შესწავლას, რის შემდეგაც გვექნება საშუალება მივიღოთ გადაწყვეტილება, არსებობს თუ არა დარღვევა და რა სახის დარღვევასთან გვაქვს საქმე”, – აღნიშნა ზურაბ აზნაურიშვილმა.

ლევან ვარშალომიძეს აუდიტის სამსახურში ორშაბათს ელოდებიან. ამასთან, გუშინ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მოუწოდებს, დაინტერესდეს ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრის, ლევან ვარშალომიძის წინასაარჩევნო დაპირებებით.

ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ ლევან ვარშალომიძის ქმედება შესაძლოა, შეიცავდეს საარჩევნო კოდექსით აკრძალულ ამომრჩეველთა მოსყიდვის ნიშნებს, საქმე ეხება „სოციალური სახლების პროგრამას“, რომელსაც ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ახორციელებს ქალაქ ბათუმში.



წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 433


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები