ეკონომიკა

ირაკლი კოვზანაძე ევროკავშირის აუდიტორებს შეხვდა

28.02.19 17:30


პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი კოვზანაძე ევროპის აუდიტის ოფისისა და ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენლებს შეხვდა.

როგორც სხდომის დასრულების შემდეგ ირაკლი კოვზანაძემ განაცხადა, ევროკავშირის საბიუჯეტო მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, საფინანსო- საბიუჯეტო კომიტეტს გარკვეული ვალდებულებები ჰქონდა შესასრულებელი, რაც კონკრეტულ ინდიკატორებში იყო გაწერილი.

მისი თქმით, ევროკავშირის აუდიტორები დაინტერესდნენ, თუ რამდენად სწორად იყო შედგენილი აღნიშნული ინდიკატორები და რამდენად ეფექტურად ხორციელდებოდა ევროკავშირის ტექნიკური დახმარება კონკრეტული მიზნების მისაღწევად.

„ევროკავშირი საბიუჯეტო მხარდაჭერის მექანიზმით აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს, მათ შორის, საქართველოს, აქტიურად ეხმარება და ხელს უწყობს რეფორმების განხორციელებაში. თუმცა, ამისთვის ბენეფიციარმა ქვეყნებმა გარკვეული პირობები უნდა დააკმაყოფილონ, მაგალითად, გამოირჩეოდნენ მყარი მაკროეკონომიკური სტრუქტურით, საჯარო ფინანსების კარგი მართვით, ასევე სახელმწიფო ბიუჯეტის გამჭვირვალობითა და კონტროლით. ვფიქრობ, შეხვედრაზე უცხოელ სტუმრებს მათთვის საინტერესო ინფორმაცია სრულად და ამომწურავად მივაწოდეთ“, - აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 127


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები