ეკონომიკა

საქართველოს ეკონომიკა: ზრდის ტემპებმა იკლო

01.03.19 12:15


წინასწარი მონაცემებით, საქართველოში რეალურმა ეკონომიკურმა ზრდამ 2019 წლის იანვარში, 2018 წლის ამავე პერიოდთან შედარებით, 3,5% შეადგინა, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის („საქსტატი") მასალებში.

ზრდა 2019 წლის იანვარში დაფიქსირდა ვაჭრობის, სასტუმროებისა და რესტორნების სფეროებში, ფინანსურ საქმიანობასა და უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ ოპერაციებში, ასევე სხვა მომსახურებებში.

ვარდნა დაფიქსირდა გადამამუშავებელ მრეწველობასა და მშენებლობაში.

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ქვეყნის ეკონომიკის ზრდის ძირითადი მიზეზებია ექსპორტის, ტურიზმიდან შემოსავლებისა და საზღვარგარეთიდან ფულადი გადმორიცხვების ზრდა.

საერთაშორისო სავალუტო ფონდი (სსფ) საქართველოს ეკონომიკის ზრდას 2019 წელს 4,6%-ის დონეზე პროგნოზირებს. ამასთან, ფონდში აღნიშნავენ, რომ მნიშვნელოვანი ინვესტიციები ინფრასტრუქტურაში, როგორც მოსალოდნელია, უფრო დაბალი საგარეო მოთხოვნისა და კრედიტირების მეტად ნელი ზრდის კომპენსირებას მოახდენს.

მსოფლიო ბანკი საქართველოს ეკონომიკის ზრდას 2019 წელს 5%-ის დონეზე პროგნოზირებს, ხოლო შემდგომ წლებში - 5,1%-ის დონეზე.

გარდა ამისა, მსოფლიო ბანკი აღნიშნავს, რომ საქართველო ყველაზე მზარდი ეკონომიკის ქვეყანა იქნება.

ამასთან, 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის თანახმად, ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 4,5%-ს შეადგენს. რაც შეეხება მომდევნო წლების პროგნოზს, ვარაუდობენ, რომ უკვე 2022 წელს ეკონომიკური ზრდა 6% იქნება.

ქვეყნის ეკონომიკა 2018 წელს 4,8%-ით გაიზარდა.




წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები