ეკონომიკა
05.03.19 13:45
იაპონიაში, „საკურას“ კონკურსის უმაღლესი ჯილდო - “ბრილიანტი” „მეღვინეობა ვაზიანის“ (ხაზი „მაყაშვილის ღვინის მარანი“) ღვინომ „ქისი 2017“ მოიპოვა.
აღნიშნული ღვინო მიმდინარე წლის თებერვალში „საკურას“ კონკურსში „ორმაგი ოქროს“ მფლობელი გახდა და კონკურსის წესების თანახმად, წარდგენილი იყო ტოკიოში, კვებისა და სასმელების საერთაშორისო გამოფენაზე „Foodex Japan 2019“ უმაღლესი ჯილდოს - “ბრილიანტის” (Diamond Trophy) მოსაპოვებლად.
„საკურას“ კონკურსის უმაღლესი ჯილდო „მევენახეობა ვაზიანის“ დირექტორს, ნათია მეტრეველს დღეს ტოკიოში, გამოფენაზე „Foodex Japan 2019“ საზეიმო ვითარებაში გადაეცა.
თებერვალში გამართულ საერთაშორისო კონკურსზე „საკურა“ სხვადასხვა დასახელების ქართულმა ღვინომ 24 ჯილდო - 2 ორმაგი ოქრო, 15 ოქრო და 7 ვერცხლის მედალი მოიპოვა.
კონკურსი „საკურა“ (The 6rd “Sakura” Japan Women’s Wine Awards 2019) მასშტაბური ღონისძიებაა, რომელიც წელს მეექვსედ ჩატარდა. მასში 33 ქვეყნის ოთხი ათასზე მეტი სხვადასხვა დასახელების ღვინო იყო წარმოდგენილი. კონკურსის ჟიური დაკომპლექტებულია იაპონიაში ღვინის სფეროში მოღვაწე ქალბატონებით - სომელიეებით, ღვინის მწერლებითა და ჟურნალისტებით.
მსგავს პრესტიჟულ კონკურსებში გამარჯვება ხელს შეუწყობს როგორც კონკრეტული კომპანიის, ასევე ზოგადად ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდას, პოპულარიზაციასა და დამკვიდრებას იაპონიის მნიშვნელოვან საექსპორტო ბაზარზე, სადაც ღვინის ეროვნული სააგენტო მარკეტინგულ ღონისძიებებს 2014 წლიდან ახორციელებს. იაპონიაში ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და ცნობადობის გაზრდის მიზნით, 2019 წლის 10 მარტიდან 7 მაისამდე მასშტაბური პროექტი „საქართველო - ღვინის სამშობლო“ განხორციელდება.
წყარო : /www .pia.ge/
წაკითხულია : 163
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
საფრანგეთს ქაოსი შეაქვს სამხრეთ კავკასიაში, თუმცა სამოქალაქო ომი თავად საფრანგეთშია მომწიფებული
21:3507.05.24
-
პრეზიდენტის ინიციატივით, 9 მაისს 21:00 საათზე, ათონელის ქუჩაზე ევროპის დღე აღინიშნება
18:0007.05.24
-
17:3107.05.24
-
17:0607.05.24
-
16:4007.05.24
-
16:1507.05.24
-
ევროპარლამენტარები - საქართველოს კანდიდატის სტატუსი უნდა შეუჩერდეს
15:4207.05.24
-
ვლადიმერ პუტინმა პრეზიდენტის ფიცი დადო
15:0507.05.24
-
14:3807.05.24
-
ასლან ბჟანიამ ინალ არძინბა ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობიდან გაათავისუფლა
14:0207.05.24
-
13:3007.05.24
-
13:1207.05.24
-
12:5007.05.24
-
12:1507.05.24
-
საქსტატი - მარტში საქართველოში მშენებლობა გაძვირდა
11:5607.05.24
-
საქართველოს გერმანიის ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო მდივანი სვენ გიგოლდი ეწვევა
11:3207.05.24
-
თურქეთი დასავლეთისგან ისრაელზე წნეხის გაძლიერებას ითხოვს
11:0707.05.24
-
10:4307.05.24
-
10:2107.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - FARA-ს რეესტრში შეყვანილია გიული ალასანია და კეზერაშვილის "ფორმულა"
10:0007.05.24
-
18:0006.05.24
-
17:2006.05.24
-
16:4306.05.24
-
ირაკლი ჩიქოვანმა დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო
16:1206.05.24
-
15:4106.05.24
-
15:0006.05.24
-
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
14:3406.05.24
-
სალომე ზურაბიშვილი - ვიღაცები მეგობრებსა და მტრის შორის რაღაც უღირს ტოლობის ნიშანს სვამენ
13:3306.05.24
-
12:1506.05.24
-
ბრაზილიაში ძლიერი წვიმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 78-მდე გაიზარდა
11:3106.05.24
-
მართლმადიდებელი სამყარო გიორგობას აღნიშნავს
10:0006.05.24
-
ორი იმპერიის ბრძოლა საქართველოსთვის - ვითარება უფრო და უფრო მწვავდება
20:4004.05.24
-
12:0603.05.24
-
18:0002.05.24
-
17:2802.05.24
-
17:0002.05.24