ეკონომიკა
06.03.19 12:20
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ინფორმაციით, 2019 წლის 2 თვის მონაცემებით, საქართველოს აეროპორტები ჯამში – 625,236 მგზავრს მოემსახურა, რაც 25%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ პერიოდს (2018 წელი 500,687 მგზავრი).
თებერვალში მგზავრთნაკადის ზრდის მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა ქვეყნის სამივე საერთაშორისო აეროპორტში:
თბილისის საერთაშორისო აეროპორტი თებერვალში 238,445 მგზავრს მოემსახურა, რაც 13%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (2018 წელი 210,802 მგზავრი ). ასევე 2 თვეში ზრდამ, ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 13% შეადგინა (2018 წელი 433,202 მგზავრი).
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 2019 წლის თებერვალში 111%-ით გაიზარდა და 47,573 მგზავრი შეადგინა (2018 წლის თებერვალში 22,514 მგზავრი). რაც შეეხება 2 თვის მონაცემებს, ჯამში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 103,468 მგზავრს მოემსახურა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 112%-ით მეტია.
(2018 წლის 2 თვე 48,859).
ზრდის ტენდენცია ნარჩუნდება ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში.
2019 წლის თებერვალში ბათუმის ალექსანდრე ქართველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტით 14,278 მგზავრმა ისარგებლა. რაც 87%-ით მეტია შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (2018 წლის თებერვალი 7,625 მგზავრი). რაც შეეხება 2 თვის ჯამს, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მგზავრთნაკადი 67%-ით გაიზარდა და 30,251 მგზავრი შეადგინა. (2018 წელი 18,129 მგზავრი).
რაც შეეხება ადგილობრივ აეროპორტებს, მესტიის აეროპორტი 2019 წლის თებერვალში 351 მგზავრს მოემსახურა, რაც 228%-ით მეტია შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (2018 თებერვალი – 107 მგზავრი).
ამბროლაურის აეროპორტით, 2019 წლის თებერვალში 35-მა მგზავრმა ისარგებლა, სულ კი 6 რეისი შესრულდა. რაც 30%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (2018 თებერვალი – 27 მგზავრი 3 რეისი მგზავრების ზრდა 30%).
ჯამში, 2 თვეში ადგილობრივი აეროპორტებით 894 მგზავრმა ისარგებლა რაც 80%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ პერიოდში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობას (2018 წელი – 497).
წყარო : /www.kvira.ge/
წაკითხულია : 145
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
ევროპარლამენტარები - საქართველოს კანდიდატის სტატუსი უნდა შეუჩერდეს
15:4207.05.24
-
ვლადიმერ პუტინმა პრეზიდენტის ფიცი დადო
15:0507.05.24
-
14:3807.05.24
-
ასლან ბჟანიამ ინალ არძინბა ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობიდან გაათავისუფლა
14:0207.05.24
-
13:3007.05.24
-
13:1207.05.24
-
12:5007.05.24
-
12:1507.05.24
-
საქსტატი - მარტში საქართველოში მშენებლობა გაძვირდა
11:5607.05.24
-
საქართველოს გერმანიის ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო მდივანი სვენ გიგოლდი ეწვევა
11:3207.05.24
-
თურქეთი დასავლეთისგან ისრაელზე წნეხის გაძლიერებას ითხოვს
11:0707.05.24
-
10:4307.05.24
-
10:2107.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - FARA-ს რეესტრში შეყვანილია გიული ალასანია და კეზერაშვილის "ფორმულა"
10:0007.05.24
-
18:0006.05.24
-
17:2006.05.24
-
16:4306.05.24
-
ირაკლი ჩიქოვანმა დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო
16:1206.05.24
-
15:4106.05.24
-
15:0006.05.24
-
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
14:3406.05.24
-
სალომე ზურაბიშვილი - ვიღაცები მეგობრებსა და მტრის შორის რაღაც უღირს ტოლობის ნიშანს სვამენ
13:3306.05.24
-
12:1506.05.24
-
ბრაზილიაში ძლიერი წვიმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 78-მდე გაიზარდა
11:3106.05.24
-
მართლმადიდებელი სამყარო გიორგობას აღნიშნავს
10:0006.05.24
-
ორი იმპერიის ბრძოლა საქართველოსთვის - ვითარება უფრო და უფრო მწვავდება
20:4004.05.24
-
12:0603.05.24
-
18:0002.05.24
-
17:2802.05.24
-
17:0002.05.24
-
ირაკლი კობახიძე ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს, ტერეზა ჩერვინსკას შეხვდა
16:3602.05.24
-
ნათია თურნავამ ADB-ის 57-ე წლიური შეხვედრის პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა
16:0402.05.24
-
15:4002.05.24
-
15:1702.05.24
-
საქსტატი - აპრილში ყველაზე მეტად 12.6 პროცენტით გაიაფდა ზეთი, ხილი კი 37.9 პროცენტით გაძვირდა
14:4502.05.24
-
14:1902.05.24