ეკონომიკა

პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 34.9%-ით 5 წლიან მინიმუმამდე შემცირდა

11.03.19 12:30


წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2018 წელს $1.232 მლრდ შეადგინა, რაც 34.9%-ით ნაკლებია 2017 წლის შესაბამის მაჩვენებელზე.

შემცირების გამომწვევ ძირითად მიზეზებს შორის აღსანიშნავია მაგისტრალური გაზსადენის მშენებლობის პროექტის დასრულება, რამდენიმე საწარმოს გადასვლა საქართველოს რეზიდენტების საკუთრებაში, ასევე, არარეზიდენტი პირდაპირი ინვესტორის მიმართ ვალდებულებების შემცირება (სასესხო დავალიანების დაფარვა). ინვესტიციების მოცულობა 2018 წელს ბოლო 5 წლიან მინიმუმზე აღმოჩნდა.

აზერბაიჯანიდან შაჰ-დენიზის პროექტის დასრულების გამო ინვესტირების მოცულობა განახევრდა, თუმცა $240 მლნ-ით ის კვლავ პირველ ადგიზე რჩება. მას $204 მლნ-ით დიდი ბრიტანეთი მოსდევს, სამეულს კი $168 მლნ-ით ნიდერლანდები ასრულებს.

სექტორულად 2018 წელს ყველაზე მეტი ინვესტიცია - $278 მლნ საფინანსო სფეროში ჩაიდო, მეორე ადგილზე $210 მლნ-ით ტრანსპორტია, მესამეზე კი $157 მლნ-ით ენერგეტიკა. ათეულში შედის ასევე დამამუშავებული მრეწველობა, მშენებლობა, სამთო მოპოვებითი მრეწველობა, უძრავი ქონება, სასტუმროები და რესტირნები. ყველაზე მეტი კლება ტრანსპორტის სფერომ განიცადა $472 მლნ-დან, $210 მლნ-მდე, გაზსადები სწორედ ამ სექტორში კლასიფიცირდება. დიდი ვარდნა $283 მლნ-დან $103 მლნ-მდე ფიქსირდება ასევე მშენებლობაშიც.

რაც შეეხება უშუალოდ მეოთხე კვარტალს, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2018 წლის IV კვარტალში $197 მლნ შეადგინა, რაც 2017 წლის IV კვარტალის დაზუსტებულ მონაცემებზე 62.3%-ით ნაკლებია.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 109


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები