ეკონომიკა

კორეა საქართველოსთან ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების მიზნით სპეციალურ დელეგაციას ქმნის

12.03.19 12:45


საქართველო-კორეას შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების მიზნით კორეული მხარე სპეციალურ დელეგაციას ქმნის.

ამის შესახებ კორეისიმპორტიორთა ასოციაციის თავმჯდომარე ჰონგ კვანგ-ჰიმ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან შეხვედრაზე განაცხადა.

გიორგი ქობულიამ კორეის იმპორტიორთა ასოციაციის თავმჯდომარესთან შეხვედრა კორეაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გამართა, შეხვედრის მთავარი თემა საქართველოს მეწარმეებისთვის კორეულ ბაზარზე შესვლის პროცესში მხარდაჭერის საკითხი იყო.

კორეის იმპორტიორთა ასოციაციის თავმჯდომარე ჰონგ კვანგ-ჰის განცხადებით, მისი სურვილია, კორეულ საზოგადოებას ქართული პროდუქცია გააცნოს. „მეაქამდეც კარგად ვიცნობდი ქართულ პროდუქციას და ვიცოდი თქვენი კეთილი ნების შესახებ, განვამტკიცოთ ურთიერთობა ჩვენს ქვეყნებს შორის.

ახლა უკვე ისიც ვიცი, თუ რამდენად მაღალხარისხიანი და, შესაბამისად, კონკურენტუნარიანია ქართული პროდუქტი. მე მინდა ჩვენს საზოგადოებას ქართული პროდუქცია გავაცნო“, - აღნიშნა მან.

როგორც შეხვედრაზე ითქვა, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გაღრმავების მიზნით სპეციალური დელეგაციის შექმნის საკითხის განხილვა კორეის იმპორტიორთა ასოციაციის თავმჯდომარესა და კორეის ვაჭრობის მინისტრს შორის უკვე დაწყებულია.

„ვეცდები, რომ კორეის დელეგაცია საქართველოს წლისბოლომდე ესტუმროს. ამგვარი დელეგაციების ვიზიტი, შეხვედრები, ქართული კომპანიების კორეულ გამოფენებში მონაწილეობა ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ვაჭრობის განვითარებას და ზოგადად, ურთიერთობების გაღრმავებას“, - განაცხადა ჰონგ კვანგ-ჰიმ.






წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 109


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები