ეკონომიკა
13.03.19 15:15
საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა დღეს მიიღო გადაწყვეტილება რეფინანსირების განაკვეთის 25 საბაზისო პუნქტით შემცირების შესახებ. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 6.5 %-ს შეადგენს.
როგორც ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, საგარეო რისკების შენელებასთან ერთად, იანვარში ეროვნულმა ბანკმა განაგრძო ზომიერად გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკიდან ეტაპობრივად გამოსვლის პროცესი, რომელიც გასული წლის ივლისში დაიწყო.
ეროვნული ბანკის განცხადებით, წლის დასაწყისიდან, ისევე როგორც გასული წლის განმავლობაში, ინფლაციის მაჩვენებელი, პროგნოზების შესაბამისად, მიზნობრივი დონის 3 %-იანი დონის ფარგლებში ნარჩუნდება.
თებერვალში წლიურმა ინფლაციამ 2.3 % შეადგინა. არსებული პროგნოზებით, სხვა თანაბარ პირობებში, ინფლაცია საშუალოვადიან პერიოდში მიზნობრივი მაჩვენებლის ირგვლივ იმოძრავებს.
„ეკონომიკური ზრდის წინასწარი ინდიკატორების თანახმად, ერთობლივი მოთხოვნიდან არსებული ინფლაციური წნეხი კვლავ სუსტი რჩება და საგარეო სექტორიდან მომდინარე მაკროეკონომიკური რისკებიც დაბალია.
შესაბამისად, ეროვნულმა ბანკმა მიზანშეწონილად მიიჩნია პოლიტიკის განაკვეთის შემცირება. ზომიერად გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკიდან გამოსვლის პროცესის შემდგომი გაგრძელება დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად სწრაფად აღმოიფხვრება მოთხოვნის პოტენციური დონიდან ჩამორჩენა.
საგარეო მოთხოვნის დადებითი ტენდენციები 2019 წლის დასაწყისშიც გაგრძელდა. კერძოდ, მაღალი ტემპით მატულობს საქონლის ექსპორტი.
ამავე დროს იმპორტის ზრდა მოკრძალებულია, რაც მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის გაუმჯობესებაზე აისახება. წლის პირველი თვეების განმავლობაში შეიმჩნევა საცალო დაკრედიტების გარკვეული შენელება, თუმცა, ამავე დროს, სახეზეა ბიზნესის დაკრედიტების გააქტიურებაც.
მომავალში ფინანსურ სტაბილურობაზე მოქმედი შესაძლო რისკების შესარბილებლად, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა უცხოური ვალუტით მოზიდულ სახსრებზე მინიმალური სარეზერვო ნორმის 5 პროცენტული პუნქტით გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო.
საქართველოს ეროვნული ბანკი მომავალშიც დააკვირდება მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებსა და ფინანსურ ბაზრებს და გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა საშუალებას ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად,“- აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში.
წყარო : IPN /www.interpressnews.ge/
წაკითხულია : 64
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
საფრანგეთს ქაოსი შეაქვს სამხრეთ კავკასიაში, თუმცა სამოქალაქო ომი თავად საფრანგეთშია მომწიფებული
21:3507.05.24
-
პრეზიდენტის ინიციატივით, 9 მაისს 21:00 საათზე, ათონელის ქუჩაზე ევროპის დღე აღინიშნება
18:0007.05.24
-
17:3107.05.24
-
17:0607.05.24
-
16:4007.05.24
-
16:1507.05.24
-
ევროპარლამენტარები - საქართველოს კანდიდატის სტატუსი უნდა შეუჩერდეს
15:4207.05.24
-
ვლადიმერ პუტინმა პრეზიდენტის ფიცი დადო
15:0507.05.24
-
14:3807.05.24
-
ასლან ბჟანიამ ინალ არძინბა ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობიდან გაათავისუფლა
14:0207.05.24
-
13:3007.05.24
-
13:1207.05.24
-
12:5007.05.24
-
12:1507.05.24
-
საქსტატი - მარტში საქართველოში მშენებლობა გაძვირდა
11:5607.05.24
-
საქართველოს გერმანიის ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო მდივანი სვენ გიგოლდი ეწვევა
11:3207.05.24
-
თურქეთი დასავლეთისგან ისრაელზე წნეხის გაძლიერებას ითხოვს
11:0707.05.24
-
10:4307.05.24
-
10:2107.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - FARA-ს რეესტრში შეყვანილია გიული ალასანია და კეზერაშვილის "ფორმულა"
10:0007.05.24
-
18:0006.05.24
-
17:2006.05.24
-
16:4306.05.24
-
ირაკლი ჩიქოვანმა დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო
16:1206.05.24
-
15:4106.05.24
-
15:0006.05.24
-
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
14:3406.05.24
-
სალომე ზურაბიშვილი - ვიღაცები მეგობრებსა და მტრის შორის რაღაც უღირს ტოლობის ნიშანს სვამენ
13:3306.05.24
-
12:1506.05.24
-
ბრაზილიაში ძლიერი წვიმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 78-მდე გაიზარდა
11:3106.05.24
-
მართლმადიდებელი სამყარო გიორგობას აღნიშნავს
10:0006.05.24
-
ორი იმპერიის ბრძოლა საქართველოსთვის - ვითარება უფრო და უფრო მწვავდება
20:4004.05.24
-
12:0603.05.24
-
18:0002.05.24
-
17:2802.05.24
-
17:0002.05.24