ეკონომიკა

2 თვეში ექსპორტი 13.2%-ით გაიზარდა

13.03.19 16:20


საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2019 წლის იანვარ-თებერვალში $1.74 მლრდ შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოფის მაჩვენებელს 3.6%-ით აღემატება. ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს.

პირველ 2 თვეში ექსპორტი 13.2%-ით $505 მლნ-მდე, ხოლო იმპორტი 0.1%-ით $1.235 მლრდ-მდე გაიზარდა. უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა მთლიანი ბრუნვის 41.9% - $730 მლნ შეადგინა.

რაც შეეხება უშუალოდ თებერვლის მონაცემებს, თებერვალში ექსპორტმა $266 მლნ შეადგინა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით $39 მლნ-ით მეტი, ხოლო იმ[პორტმა $642 მლნ, $4 მლნ-ით მეტი ვიდრე 2018 წლის თებერვალში.

საგარეო ვაჭრობის დეტალურ მონაცემებს საქსტატი 19 მარტს გამოაქვეყნებს.





წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 91


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები