საზოგადოება

თბილისი ჟურნალ SKYLIFE-ის ყურადღების ცენტრში რვაგვერდიანი სტატიით

15.03.19 16:20


თბილისი საბორტო ჟურნალ Turkish airlines – skylife-ის ფურცლებზე მოხვდა, რომელიც 70 მილიონ მგზავრზეა გათვლილი, იუწყება საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია.

SKYLIFE-ის მარტის ნომერში დაიბეჭდა რვაგვერდიანი მასალა თბილისის შესახებ თურქულ და ინგლისურ ენაზე.

„თბილისი უძველესი ისტორიის მქონე დედაქალაქია, რომელიც თავისი არქიტექტურით იყო და იქნება კავკასიის უძვირფასესი ნაწილი", – ნათქვამია სტატიაში.

მასალის ავტორმა გულდენ აქინჯიმ აღნიშნა, რომ თბილისში შესაძლებელია დროში მოგზაურობა და შეხება მრავალი ისტორიული პირის ნაკვალევთან, ესენია: თბილისის დამაარსებელი ვახტანგ გორგასალი, დიდი პოეტი შოთა რუსთაველი, ფიდელ კასტრო, რომელმაც ფუნიკულიორზე ისადილა, მწერალი ალექსანდრე დიუმა, რომელმაც იმოგზაურა საქართველოში.

სტატიაში მხატვრულადაა მოთხრობილი გოგირდის აბანოებზე, ეკლესიებზე, ქართულ სამზარეულოზე. ავტორმა განსაკუთრებით აღნიშნა მშვიდობის ხიდი, რომელიც რკინითა და მინით გაკეთებულ მწვანე დრაკონის ჩონჩხს შეადარა.

„სტუმარი სუფრასთან“ – National Geographic-მა საქართველოზე „გემრიელი“ სტატია „გამოაცხო“.

სტატია დაიბეჭდა ანკარაში საქართველოს საელჩოს ინიციატივით, თურქულ ავიახაზებთან თანამშრომლობით.




წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 244


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები