პოლიტიკა

"მუშაობა დაწყებულია..." - ზურაბიშვილი რუსეთთან დიალოგის ახალი ფორმატის შექმნის ინიციატივით გამოდის

19.03.19 14:30


პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი რუსეთთან დიალოგის ახალი ფორმატის შექმნის ინიციატივით გამოდის. ზურაბიშვილის პრესსპიკერის თქმით, ახალი ფორმატის შექმნით პოლიტიკური დიალოგი უნდა დაიწყოს.

"...რადგან ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელმაც უარი თქვა სამხედრო დაპირისპირებაზე და პოლიტიკური დიალოგი მუდმივად, პერმანენტულად უნდა იმართებოდეს. ახალ ფორმატთან დაკავშირებით მუშაობა დაწყებულია, თუმცა ჯერ ეს საწყისი ეტაპია. ეს არ იქნება არაფრის ალტერნატივა, რადგან პრეზიდენტს მიაჩნია, რომ გამოყენებული უნდა იქნას ყველა არსებული ფორმატი, თუმცა მისი აზრით, ჟენევის ფორმატი არ პასუხობს იმ მოთხოვნას, რაც დღეს საქართველოს სჭირდება", - განაცხადა მოისწრაფიშვილმა.




წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 172


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები