პოლიტიკა

ირაკლი კოვზანაძე ევრობანკის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს შეხვდა

20.03.19 15:20


საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი კოვზანაძე „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის“ (EBRD) საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელს, ნატალია მოურავიძეს შეხვდა.

პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრაზე ევრობანკის წარმომადგენელმა ირაკლი კოვზანაძეს საქართველოში EBRD-ის პროექტების მიმდინარეობა და სამომავლო გეგმები გააცნო. ამასთანავე, ისაუბრეს ქვეყნის მაკროეკონომიკურ პარამეტრებზე, ბიზნესგარემოსა და საფინანსო-საბანკო სექტორში არსებულ ტენდენციებზე.

„ევრობანკი ბოლო 30 წელია, ჩვენს ქვეყანას უზარმაზარ ფინანსურ და ტექნიკურ მხარდაჭერას უწევს. ამ ხნის განმავლობაში, საფინანსო ინსტიტუტმა საქართველოს ეკონომიკაში 3 მილიარდ 300 მილიონი ევროს მოცულობის ინვესტიცია ჩადო, აქედან 80% - სწორედ კერძო სექტორის განვითარებას მოხმარდა, მათ შორის, მცირე და საშუალო ბიზნესს. ჩვენ ვაფასებთ და მადლიერი ვართ ევრობანკის ამ ძალისხმევისა და მხარდაჭერისთვის“, - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ შეხვედრაზე.





წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები