პოლიტიკა

“ევროპული საქართველო” და “თავისუფალი დემოკრატები” საარჩევნო ბლოკს ქმნიან

21.03.19 13:15


“ევროპული საქართველო” და “თავისუფალი დემოკრატები” მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში პარლამენტის შუალედურ არჩევნებში შალვა შავგულიძის კანდიდატურას წარადგენენ.

განცხადება ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” ოფისში, ორი პარტიის წარმომადგენლებს შორის შეხვედრის დასრულების შემდეგ დღეს, 21 მარტს გაკეთდება.

“თავისუფალი დემოკრატების” წევრ ნინო გიოგუაძის თქმით, ამ ორ პოლიტიკურ ძალას განსხვავებული წარსული, თუმცა საერთო მიზანი და იდეოლოგიური თანხვედრა აქვთ.

“ეს არის საარჩევნო ბლოკი მაჟორიტარული არჩევნებისთვის, მაგრამ, რასაკვირველია, სტრატეგიული პარტნიორობა გვექნება როგორც “ევროპულ საქართველოსთან”, ისე სხვა პოლიტიკურ ძალებთანაც 2020 წლისთვის იმიტომ რომ, ორპოლუსიანობა უნდა დამთავრდეს”,- განაცხადა ნინო გოგუაძემ.

პარლამენტის შუალედური არჩევნები 2019 წლის 19 მაისს გაიმართება.





წყარო : /www. netgazeti.ge/

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები