პოლიტიკა

დღეს, პარლამენტში მამუკა ბახტაძეს მოუსმენენ

22.03.19 10:45


საქართველოს კონსტიტუციისა და პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი ახალი წესით – ე.წ. ინტერპელაციის ფორმატში – დღეს, პარლამენტში, პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძეს მოუსმენენ.

მთავრობის ხელმძღვანელი დეპუტატებს ინფორმაციას ქვეყანაში არსებულ კრიმინოგენურ ვითარებასთან დაკავშირებით წარუდგენს. საკანონმდებლო ორგანოში პრემიერმინისტრის მისვლა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოითხოვა. პრემიერმინისტრის გარდა, ინტერპელაციის ფარგლებში, დღევანდელ სხდომაზე განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრს, მიხეილ ბატიაშვილსაც მოუსმენენ. საკანონმდებლო ორგანოში მისი მისვლა „ევროპულმა საქართველომ“ მოითხოვა.

მინისტრისადმი მათი კითხვები პედაგოგების ხელფასებისა და გამოცდების გაუქმების ინიციატივას ეხება.





წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 46


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები