ეკონომიკა

ტვირთის გადაზიდვა საქართველოს ტერიტორიის გავლით იზრდება

05.04.19 12:00


საქართველოს გავლით 2019 წლის იანვარ-თებერვალში გადაზიდეს 5,6 მილიონი ტონა ტვირთი, რაც 100 ათასი ტონით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით, ნათქვამია ქვეყნის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მასალებში.

თუ 2017 და 2018 წლებში ტვირთგადაზიდვების მოცულობის შემცირება ფიქსირდებოდა, მიმდინარე წლის პირველ ორ თვეში საქონელბრუნვის ზრდა შეინიშნება.

თბილისი, ბაქო, აშხაბადი და ბუქარესტი ხელს მოაწერენ ტრანსპორტთან დაკავშირებულ დეკლარაციას.

საზღვაო პორტებმა, ფოთმა და ბათუმმა გადაამუშავეს 2,6 ტონა ტვირთი; ზრდის ტენდენცია შენარჩუნებულია საკონტეინერო გადაზიდვების სექტორშიც. საქართველოს პორტებმა ორ თვეში მიიღო დაახლოებით 76,2 ათასი TEU, წლიური ზრდაა 16%.

ტვირთგადაზიდვა გაიზარდა როგორც საავტომობილო, ისე სარკინიგზო სექტორებში. რკინიგზამ გაატარა 1,6 მლნ ტონა ტვირთი, ზრდა - 100 ათასი ტონა. ასეთივე ზრდა შეინიშნება საავტომობილო გადაზიდვებში - ამ პერიოდში გადაიზიდა 4 მლნ ტონა ტვირთი.

ყველა სახის ტრანსპორტით პირველ ორ თვეში გადაიყვანეს 53,6 მლნ მგზავრი, რაც 2,3%-ით მეტია, ვიდრე 2018 წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემი.

ამასთან, საავტომობილო ტრანსპორტით გადაიყვანეს 52,6 მლნ მგზავრი, საჰაერო გზით - 0,6 მლნ, ხოლო რკინიგზით - 0,4 მლნ მგზავრი.

საქართველოს გავლით სატრანზიტო გზების განვითარება - ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტია საქართველოს მთავრობისა, რომელიც ამ მიმართულებით მნიშვნელოვან ინვესტიციებს დებს. ამასთან დაკავშირებით, ქვეყნის მასშტაბით მშენებარე ძირითადი ინფრასტრუქტურა აბრეშუმის გზის ძირითად ნაწილს წარმოადგენს. მათ შორისაა აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალი, რკინიგზის მოდერნიზაცია, ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზი და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი.




წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 172


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები