საზოგადოება

ტექნიკური ხარვეზის გამო თბილისის მეტროში მატარებლიდან მგზავრების გამოყვანა გახდა საჭირო

08.04.19 12:20


მეტროსადგურ "დელისთან" ტექნიკური ხარვეზის გამო მატარებლიდან მგზავრები გაიყვანეს.

როგორც "პირველს" თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში განუცხადეს, შემთხვევა დღეს 10:00 საათისთვის მოხდა.

უწყების განმარტებით, მატარებელში სპეციფიური სუნის გამო, მემანქანემ ინსტრუქციის შესაბამისად ვაგონის დაცლა და მისი ჩიხში შეყვანა გადაყწვიტა.

სატრანსპორტო კომპანიაში აცხადებენ, რომ შემთხვევას შეფერხება არ გამოუწვევია, მგზავრებმა კი სხვა მატარებლით ისარგებლეს.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 298


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები