საზოგადოება

პრემიერ-მინისტრმა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ადამიანის უფლებების საბჭოს ღონისძიებები განიხილეს

08.04.19 13:40


საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ადამიანის უფლებების საბჭოს რეფორმირების პროცესისფარგლებში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრის მთავარი თემა იყოადამიანის უფლებების დაცვის კუთხით ქვეყანაში არსებული რეალობა და გამოწვევები. საუბრისას, ასევეგანიხილეს ადამიანის უფლებების საბჭოს ეფექტური ფუნქციონირების მიზნით განსახორციელებელიღონისძიებები.

პრემიერ-მინისტრმა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს გააცნო თავისი ხედვა საბჭოსსამომავლო საქმიანობასთან დაკავშირებით.

შეხვედრისას ასევე იმსჯელეს ადამიანის უფლებების საბჭოსმომავალი სხდომის ფარგლებში განსახილველ საკითხებზე. შედგა შეთანხმება, რომ საბჭოს მომავალი სხდომააპრილის ბოლომდე გაიმართება.

ადამიანის უფლებების საბჭო 2014 წელს შეიქმნა და მის მთავარ ამოცანას ადამიანის უფლებათა დაცვისსფეროში საქართველოს მთავრობის ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება წარმოადგენს.

ამასთან, საბჭო ახორციელებს ადამიანის უფლებათა დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმისშესრულების პროცესის კოორდინაციას და მონიტორინგს.

საბჭოს ხელმძღვანელობს პრემიერ-მინისტრი, ხოლომის მუშაობაში სახელმწიფო უწყებების გარდა ჩართული არიან საქართველოს სახალხო დამცველი, საკანონმდებლო და სასამართლოს ხელისუფლების, ასევე არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებისწარმომადგენლები.





წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 55


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები