საზოგადოება
08.04.19 14:10
თბილისში, ქართველი და ევროკავშირის წევრი ქვეყნების წამყვანი ექსპერტებისა და სოფლის განვითარების პოლიტიკის შემქმნელთა მონაწილეობით, საერთაშორისო კონფერენცია „სოფლის განვითარების პოლიტიკა 2020+ – ევროპული პრაქტიკის დანერგვა საქართველოში“ გაიმართა.
სოფლის განვითარების კონფერენციის ორგანიზატორი და მასპინძელი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროა.
ღონისძიების მხარდამჭერია ევროკავშირი (EU) გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) თანამშრომლობით.
ღონისძიება საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გახსნა.
მონაწილეებს სიტყვით საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა მიმართა.
„2016 წელს საქართველოს მთავრობამ სოფლის განვითარების პირველი ეროვნული სტრატეგია (2017-2020 წლები) შეიმუშავა და გახორციელება მიღებული გეგმის მიხედვით დაიწყო. დღეს ჩვენ ვმსჯელობთ ახალი სტრატეგიის დოკუმენტის შემუშავებაზე, რომელიც იქნება უფრო გრძელვადიანი და იმ გამოცდილებას ასახავს, რაც ამ წლებში დაგვიგროვდა.
სოფლის განვითარების ახალი ხედვა ევროკავშირის საუკეთესო გამოცდილებასა და პრაქტიკას დაეყრდნობა. ჩვენი მიზანია, ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესდეს თანაბრად ყველასთვის, განვითარება იყოს ინკლუზიური და მოიცავდეს სოფლად მცხოვრები მოსახლების ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას. ჩვენ საკმაოდ დიდი ჩამორჩენა გვაქვს ქალაქსა და სოფლად მცხოვრები მოსახლების ცხოვრების დონეებს შორის, ჩვენ ამ განსხვავების აღმოფხვრაზე ვიმუშავებთ. მომავალი შვიდი წლის პრიორიტეტები ადგილობრივი მეწარმეობის ხელშეწყობას, დასაქმების გაზრდას და სოფლის განვითარებაში მოსახლეობის აქტიურ ჩართულობას ითვალისწინებს. სოფლის მეურნეობის პროდუქტების გადამუშავება, შენახვა, მარკეტინგი, მიწოდება, აგროტურიზმი, ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენება და ა.შ. სტრატეგიის ძირითადი მიმართულებები იქნება“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
სოფლის განვითარების კონფერენცია ევროკავშირის გრძელვადიანი დახმარების ნაწილია, რომელიც ხელს უწყობს საქართველოში სოფლის განვითარების ეფექტიანი პოლიტიკის შექმნას და სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ეკონომიკური შესაძლებლობების გაზრდას. სოფლის განვითარების პროგრამა ENPARD 2013 წლიდან ხორციელდება და მისი ბიუჯეტი 179.5 მილიონ ევროს შეადგენს.
„საქართველოს შეუძლია, წარმატებით ისარგებლოს სოფლის განვითარების ევროპული გამოცდილებით. ევროკავშირი ხელს უწყობს საქართველოს სოფლის ეკონომიკური, სოციალური და გარემოსდაცვითი გამოწვევების მოგვარებას და სოფლად მცხოვრები მოსახლეობის განვითარებას“, – აღნიშნა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა,
„სოფლის განვითარება ასობით ათას ადამიანს, მათ შორის შორეული და ნაკლებგანვითარებული რეგიონების მაცხოვრებლებს, პრაქტიკულ ეკონომიკურ გადაწყვეტილებებს სთავაზობს. მოსახლეობის აქტიური მონაწილეობა სოფლის განვითარების უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა, რომელიც ხელს უწყობს მთავრობას პრიორიტეტების განსაზღვრაში, პოლიტიკის შემუშავებაში და მისი განხორციელების ქმედითი მექანიზმების შემოღებაში“,- განაცხადა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელმა საქართველოში, ლუიზა ვინტონმა.
სოფლის განვითარების კონფერენციას ევროკავშირის ქვეყნების ოფიციალური პირები და ექსპერტები დაესწრნენ, მათ შორის, ავსტრიის მდგრადი განვითარებისა და ტურიზმის ფედერალური სამინისტროს გენერალური დირექტორის მოადგილე, მარკუს ჰოფნერი და უნგრეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ყოფილი მთავარი წარმომადგენელი ევროკავშირში გაწევრიანების საკითხებში, ლასლო ვაჟდა.
კონფერენციის ფარგლებში გაიმართა მსჯელობა, რომლიც პოლიტიკის შემუშავებისა და ინსტიტუციური მოწყობის საკითხებს შეეხო.
კონფერენციის მონაწილეებმა განიხილეს საუკეთესო ევროპული პრაქტიკის საქართველოში გამოყენებისა და ქართული რეალობისათვის ადაპტირების მნიშვნელობა და გზები.
წყარო : /www.kvira.ge/
წაკითხულია : 118
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
21:4120.05.24
-
პარლამენტი ოთარ შამუგიას და მიხეილ სარჯველაძეს მოუსმენს
18:0020.05.24
-
გიორგი ამილახვარი ლონდონში მიმდინარე „განათლების მსოფლიო ფორუმში‘‘ მონაწილეობს
17:4020.05.24
-
ბექა ოდიშარია - 12 წლის განმავლობაში სად დაიღუპა საქართველო?
17:0020.05.24
-
რომან გოცირიძე საპენსიო ფონდზე - ჯიბის ორგანიზაციად გინდათ გადააქციოთ
16:1220.05.24
-
დავით ქაცარავა კლინიკის დატოვების შემდეგ - ჩანს კვალი, როგორ მახრჩობდნენ ე.წ. სპეცრაზმელები
15:4020.05.24
-
15:1620.05.24
-
14:2320.05.24
-
13:4520.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - იმდენი უცხოელი ჩაერია გამჭვირვალობის საკითხში, ბოლოს მიტინგებზეც გამოვიდნენ
13:1820.05.24
-
ირანში ხუთდღიანი გლოვა გამოცხადდა
12:5120.05.24
-
12:2020.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - საქართველოს მიმართ დამოკიდებულება ქედმაღლურია
12:0020.05.24
-
11:2920.05.24
-
პრემიერი - ყველანაირი მონაცემები გვაქვს იმისთვის, რომ მაღალი ეკონომიკური ზრდის დინამიკა გვქონდეს
11:0020.05.24
-
გიორგი ამილახვარი მე-12 კლასელებს სკოლის დასრულებას ულოცავს
10:2520.05.24
-
ირანის პრეზიდენტი და საგარეო საქმეთა მინისტრი, ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად, დაიღუპნენ
10:0020.05.24
-
11:1018.05.24
-
18:0017.05.24
-
17:2517.05.24
-
17:0017.05.24
-
ესტონეთის საგარეო მინისტრი - შესაძლოა, გადავხედოთ გადაწყვეტილებას ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით
16:4117.05.24
-
კახა კალაძე - სალომე ზურაბიშვილი არის კონსტიტუციის პირველი დამრღვევი
16:2017.05.24
-
15:5317.05.24
-
პრემიერი - არიან ძალები, რომლებიც ცდილობენ საზოგადოების ხელოვნურად გახლეჩას
15:3017.05.24
-
15:1117.05.24
-
გიორგი კახიანი - პრეზიდენტის მიზანი არის მდგომარეობის რადიკალიზაცია
14:4217.05.24
-
მეუფე შიო - „გამჭვირვალობის კანონის“ მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები
14:0017.05.24
-
ბათუმში ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშნავენ
13:2217.05.24
-
12:5517.05.24
-
გიორგი აბაშიშვილი - ლარის მოკლევადიანი პერიოდის რყევა გამოიწვია აჟიოტაჟმა და პანიკურმა ვითარებამ
12:3217.05.24
-
ჩინეთი საქართველოში ჩინური მანქანების ბაზრობის გახსნას გეგმავს
12:1017.05.24
-
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
11:4717.05.24
-
ქვემო ქართლის პოლიციამ ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა
11:0017.05.24
-
10:3517.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - ოჯახის სიწმინდე ჩვენი სახელმწიფოს საფუძველია
10:0017.05.24