საზოგადოება

რუსეთმა შავ ზღვაში სამხედრო გემები შეიყვანა

08.04.19 16:00


რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ შავ ზღვაში ნატოს სწავლებასთან დაკავშირებით შავი ზღვის ფლოტის მორიგეობა დააწესა.

უწყებაში აცხადებენ, რომ აღნიშნულის მიზანია ნებისმიერი შტატგარეშე ვითარებაზე ოპერატიული რეაგირების მოხდენა.

მორიგეობაში ჩართულია როგორც სადაზვერვო გემები, ასევე დამრტყმელი ჯგუფები. მორიგეობის რეჟიმზეა ასევე გადაყვანილი სახმელეთო-სარაკეტო კომპლექსები „ბასტიონი“ და „ბალ“, - აღნიშნავს უწყების პრესსამსახური.

შავ ზღვაში 5-13 აპრილის ჩათვლით ნატოს მრავალეროვნული სწავლება მიმდინარეობს.

სწავლებაში მონაწილეობენ ნიდერლანდების, ბულგარეთის, საბერძნეთის, აშშ-ის, კანადის, რუმინეთის, თურქეთის ავიაცია და გემები, ასევე უკრაინის და საქართველოს წარმომადგენლები.

შავ ზღვაში ამჟამად, ნატოს 6 გემი იმყოფება.





წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 298


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები